ვინ მოხვდება „შავ სიაში": სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესეს

© Pixabay / GregMontaniკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ განსაზღვრა იმ პირთა სია, რომელთაც აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ონლაინ-კაზინოსა და ტოტალიზატორების ოპერატორებს კი მათი აკაუნტების დაბლოკვის უფლება მიეცათ.
აზარტული თამაშების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 25 წლამდე პირები, სახელმწიფო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე ისინი, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ასევე ფინანსთა სამინისტრომ ტოტალიზატორებისა და ონლაინ-კაზინოების ოპერატორებს ნება დართო დაბლოკონ იმ მოთამაშეთა ანგარიშები და აკაუნტები, რომელთაც ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ამასთან, ოპერატორები ვალდებული იქნებიან მოთამაშეები წინასწარ გააფრთხილონ და მათ დაბლოკვის მიზეზი განუმარტონ.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციები გამკაცრდა – კანონი დაამტკიცეს
შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ აზარტულ თამაშებზე წვდომა თითქმის 1 მლნ მოქალაქეს ექნება შეზღუდული.
აზარტული თამაშებისა და ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის 22 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
ყველა ახალი ამბავი
0