საქართველოს ეროვნული ვალუტა ერთ დღეში თითქმის 4%-ით გაუფასურდა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineდოლარები ბანკომატში
დოლარები ბანკომატში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა ცდილობს დაიცვას თავისი კაპიტალი და აქტივები უფრო საიმედო ვალუტაში – დოლარში კონვერტაციის გზით, მიაჩნია ექსპერტს.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 თებერვლისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1331 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 24 თებერვალთან შედარებით 3,9%-ით ნაკლებია.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვევლობის ზრდა საქართველოს მოსახლეობის და ბიზნესმენების განწყობებზე მოქმედებს.

„აქ ორი საკითხია. პირველ რიგში ეს წმინდა ემოციური ტალღაა. რადგან ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რაც საქართველოში ლარის კურსზე იმოქმედებდა“, – განუცხადა სოსო არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ცდილობს დაიცვას თავისი კაპიტალი და აქტივები უფრო საიმედო ვალუტაში – დოლარში კონვერტაციის გზით, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.
გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ლარი 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. ლარის კურსის გამყარება კი თებერვლის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. უკვე 4 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი დოლარის მიმართ 3 GEL/$1 ფსიქოლოგიურ ნიშნულს ქვემოთ დაადგინა.
არჩვაძის თქმით, რუსეთი და უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ათეულში შედიან და როდესაც მათ შორის სამხედრო შეტაკებები ხდება, ეს უარყოფითად აისახება თავად ამ ქვეყნებზე და ამ ქვეყნების მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობისა და სამოქალაქო პროდუქტების მიმართ განწყობის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ეს ამცირებს საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობებს.
რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2021 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით მეტია. 2021 წელს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 758,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 25%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.

„რუსეთის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში სადღაც 15%-ია, მაგრამ ზოგიერთი პროდუქტის მიხედვით (მარცვლეული, პურპროდუქტები) ის 90%-ს აჭარბებს. ბუნებრივი აირი – 15%, 30% – ნავთობპროდუქტები“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და რა რესურსები იქნება საჭირო საომარი მოქმედებების დროს, და დარჩება თუ არა ამ ქვეყნებში საკმარისი რესურსები საქართველოსთან იმავე მოცულობით ვაჭრობის უზრუნველსაყოფად.
„ძირითადად ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შიდა ბაზრის უზრუნველყოფა, გადახდისუნარიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან უკრაინიდან და რუსეთიდან ბევრი საკვები პროდუქტი შემოგვაქვს და, შესაბამისად, თუ მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები იქნება, ალტერნატიული ბაზრების ძიებას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს კი გარკვეულწილად პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს“, – დაასკვნა მან.
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა >>
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა.
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა >>
რუსეთის მოქალაქეებისადმი ტელემიმართვის დროს მან განაცხადა, რომ გარემოება „მოითხოვს ჩვენგან მტკიცე და გადაუდებელ მოქმედებებს, დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მოგვმართეს“. პუტინის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია იმ ადამიანების დაცვა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში დამცირებას იტანენ“. და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციას“ მოახდენს.
რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა სამოქალაქო ავიაციისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0