https://sputnik-georgia.com/20220224/kievsi-komendantis-saati-gamocxadda-264760889.html
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
დღეიდან კიევში ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ადგილობრივი დროით 22:00-დან 7:00 საათამდე იმოქმედებს.
2022-02-24T19:48+0400
2022-02-24T19:48+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264745278_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_85493cc899ad8a79ef2cf5fd23e8487c.jpg
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში კომენდანტის საათი გამოაცხადა.21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა.მისი თქმით, „კომენდანტის საათის" მოქმედების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, ხოლო მეტროპოლიტენის სადგურები ღია იქნება სადღეღამისო რეჟიმში, როგორც თავშესაფარი.„კომენდანტის საათის" დროს ქალაქში გადაადგილების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კერძოდ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოთა თანამშრომლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები“, – აღნიშნა მერმა.პუტინის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია იმ ადამიანების დაცვა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში დამცირებას იტანენ“. და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციას“ მოახდენს.რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა სამოქალაქო ავიაციისთვის.წყარო - კიევის მერის Telegram-არხი.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264745278_107:0:2838:2048_1920x0_80_0_0_50a010a042b820b509cae9e11e105524.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კიევი კომენდანტი საათი
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა
19:48 24.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) დღეიდან კიევში შემოღებულია კომენდანტის საათი, რომელიც ადგილობრივი დროით 22:00-დან 7:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა.
„დღეიდან კიევში „კომენდანტის საათი" წესდება, რომელიც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს იძულებითი ნაბიჯია, თუმცა... სამხედრო მდგომარეობის პირობებში აუცილებელია დედაქალაქის მცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის“, – დაწერა კლიჩკომ Telegram-ში.
მისი თქმით, „კომენდანტის საათის" მოქმედების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, ხოლო მეტროპოლიტენის სადგურები ღია იქნება სადღეღამისო რეჟიმში, როგორც თავშესაფარი.
„კომენდანტის საათის" დროს ქალაქში გადაადგილების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კერძოდ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოთა თანამშრომლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები“, – აღნიშნა მერმა.
პუტინის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია იმ ადამიანების დაცვა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში დამცირებას იტანენ“. და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციას“ მოახდენს.
რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა სამოქალაქო ავიაციისთვის.