https://sputnik-georgia.com/20220224/saakasvilma-sasamartlos-sasjelis-arsrulebios-gadavadebis-txovnit-mimarta-264756171.html
სააკაშვილმა სასამართლოს მისთვის სასჯელის აღსრულების გადავადების თხოვნით მიმართა
სააკაშვილმა სასამართლოს მისთვის სასჯელის აღსრულების გადავადების თხოვნით მიმართა
Sputnik საქართველო
ექს–პრეზიდენტმა სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადადების თხოვნით მიმართა. მას კიევში სამედიცინო ტრანსფერი სურს.
2022-02-24T17:34+0400
2022-02-24T17:34+0400
2022-02-24T22:25+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350059_0:173:3027:1876_1920x0_80_0_0_ff6e6dcb51e9a8ee6c3e9cd70d4502ca.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ამავე საქმეზე მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანი – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია დააკავეს. ისინი სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლაში დაეხმარნენ.დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.სასამართლომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდების რამდენიმე მოწმე – საქართველოს შსს-ს თანამშრომლები გამოკითხა.მოგვიანებით სიტყვა მისცეს ექს-პრეზიდენტს. მან სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადადების თხოვნით მიმართა.ამავე დროს მან პირობა დადო, რომ, თხოვნის შესრულების შემთხვევაში, მისი მომხრეები მაშინვე შეწყვეტენ აქციებს, სანამ ის ქვეყანაში არ იქნება.„თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ჩვენს ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ... პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში... თუ ცოცხალი დავრჩი“, – განაცხადა სააკაშვილმა.საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ მისი დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს აღიძრა.საქართველო გაზაფხულზე ახალი პროტესტისთვის ემზადება: „ნაცმოძრაობა“ კვლავ ქუჩაში გავა>>საქმის მასალებით, სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ფოთის პორტში არალეგალურად, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანით შემოვიდა.ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.გარდა საზღვრის უკანონო კვეთის საქმისა, რომლისთვისაც ექს-პრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ ორ – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეს იხილავს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350059_148:0:2879:2048_1920x0_80_0_0_0f599428d0508649840e72bfa18a30d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააკაშვილი სასამართლო თხოვნა ტრანსფერი
სააკაშვილი სასამართლო თხოვნა ტრანსფერი
სააკაშვილმა სასამართლოს მისთვის სასჯელის აღსრულების გადავადების თხოვნით მიმართა
17:34 24.02.2022 (განახლებულია: 22:25 24.02.2022) სააკაშვილი პირობას დებს, რომ თუ მას სამკურნალოდ კიევში გაგზავნიან, მისი მომხრეები საპროტესტო აქციებს შეწყვეტენ.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ამავე საქმეზე მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანი – ზურაბ და შალვა წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია დააკავეს. ისინი სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლაში დაეხმარნენ.
დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
სასამართლომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდების რამდენიმე მოწმე – საქართველოს შსს-ს თანამშრომლები გამოკითხა.
მოგვიანებით სიტყვა მისცეს ექს-პრეზიდენტს. მან სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადადების თხოვნით მიმართა.
„მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ გამოტანილი განაჩენები დროებით, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამავე დროს მან პირობა დადო, რომ, თხოვნის შესრულების შემთხვევაში, მისი მომხრეები მაშინვე შეწყვეტენ აქციებს, სანამ ის ქვეყანაში არ იქნება.
„თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ჩვენს ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ... პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში... თუ ცოცხალი დავრჩი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ მისი დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს აღიძრა.
საქმის მასალებით, სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ფოთის პორტში არალეგალურად, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანით შემოვიდა.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
გარდა საზღვრის უკანონო კვეთის საქმისა, რომლისთვისაც ექს-პრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ ორ – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეს იხილავს.