საქართველო გაზაფხულზე ახალი პროტესტისთვის ემზადება: „ნაცმოძრაობა“ კვლავ ქუჩაში გავა

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პირველ აქციას თბილისში გამართავს
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების განახლების შესახებ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო საპროტესტო აქცია გასული წლის დეკემბერში გაიმართა. მაშინ პარტიამ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასობრივი შიმშილობის დაწყება გამოაცხადა. შიმშილობა რვა დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც პარტიამ ტაიმაუტი აიღო და პარტაქტივის განახლება დაიწყო.

„ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს 17:00 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქციების ახალი ტალღის მთავარი მოთხოვნა იქნება სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა.
21 თებერვალს სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილმა პირველი შიმშილობა 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღესვე გამოაცხადა, რომელიც 20 ნოემბერს, 50 დღის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დაასრულა.
„ყურადღების მიქცევა უფრო რთული იქნება “ – დეპუტატი სააკაშვილის შიმშილობაზე >>
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს). ამ საქმეებზე მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0