https://sputnik-georgia.com/20220222/iago-xvichia-saakashvilis-shimshilobas-exmaureba-264684228.html
„ყურადღების მიქცევა უფრო რთული იქნება “ – დეპუტატი სააკაშვილის შიმშილობაზე
„ყურადღების მიქცევა უფრო რთული იქნება “ – დეპუტატი სააკაშვილის შიმშილობაზე
Sputnik საქართველო
იაგო ხვიჩიას თქმით, შიმშილობის გამოცხადებისას საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნა უნდა მოეთხოვა
2022-02-22T18:37+0400
2022-02-22T18:37+0400
2022-02-22T23:27+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_cfd1a59e96b42983eaad9a842b47833d.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განმეორებით შიმშილობით ყურადღების მიქცევა გაუჭირდება, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.21 თებერვალს სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილმა პირველი შიმშილობა 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღესვე გამოაცხადა, რომელიც 20 ნოემბერს, 50 დღის შემდეგ დაასრულა.ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა არასწორი მოთხოვნა წამოაყენა. მისი აზრით, ექს-პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა.„ამის თაობაზე პირველივე დღიდან ვსაუბრობდი. გორის ნაცვლად ის საზღვარგარეთ უნდა გაეგზავნათ", – თქვა ხვიჩიამ.29 სექტემბერს სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. გათავისუფლების მოთხოვნით ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა იმავე დღეს დაიწყო. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს იგი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილი 19 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა სწორედ ამ დღეს შეწყვიტა.2021 წლის 27 დეკემბერს, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს). ამ საქმეებზე მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
https://sputnik-georgia.com/20220221/saqartvelos-prezidentis-administracia-saakasvilis-ria-werils-gamoexmaura-264655410.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_47:0:1186:854_1920x0_80_0_0_c9f04ce18910df9866d2494a438b5545.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მიხეილ სააკაშვილი იაგო ხვიჩია პოლიტიკა
საქართველო მიხეილ სააკაშვილი იაგო ხვიჩია პოლიტიკა
„ყურადღების მიქცევა უფრო რთული იქნება “ – დეპუტატი სააკაშვილის შიმშილობაზე
18:37 22.02.2022 (განახლებულია: 23:27 22.02.2022) იაგო ხვიჩიას აზრით, შიმშილობის გამოცხადებისას საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნა უნდა მოეთხოვა.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განმეორებით შიმშილობით ყურადღების მიქცევა გაუჭირდება, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
21 თებერვალს სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილმა პირველი შიმშილობა 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღესვე გამოაცხადა, რომელიც 20 ნოემბერს, 50 დღის შემდეგ დაასრულა.
„ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს გრძელდება შიმშილობა, მით უფრო რთულია ამით ყურადღების მიქცევა. სააკაშვილმა უკვე იშიმშილა 50 დღე. წარმოიდგინეთ, სანამ 50 დღე გავა, „ქართული ოცნება“ შედარებით მშვიდად იგრძნობს თავს. ამიტომ მისთვის ამ ამოცანის შესრულება მარტივი არ იქნება. ვუსურვებ სააკაშვილს წარმატებას ამ საქმეში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა არასწორი მოთხოვნა წამოაყენა. მისი აზრით, ექს-პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა.
„ამის თაობაზე პირველივე დღიდან ვსაუბრობდი. გორის ნაცვლად ის საზღვარგარეთ უნდა გაეგზავნათ", – თქვა ხვიჩიამ.
29 სექტემბერს სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. გათავისუფლების მოთხოვნით ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა იმავე დღეს დაიწყო. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს იგი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილი 19 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა სწორედ ამ დღეს შეწყვიტა.
2021 წლის 27 დეკემბერს, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
2018 წლის იანვარში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე (2006 წელს), ხოლო 2018 წლის ნოემბერში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ორგანიზებაში – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე (2005 წელს). ამ საქმეებზე მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.