ზეთი ხანგრძლივი წვისთვის: დადგინდა ყველაზე უსაფრთხო სახეობა

© Pixabay / congerdesignზეთი
ზეთი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ზეთის ზოგი სახეობა შეიცავს ტრანსცხიმებს, რასაც „ცუდი“ ქოლესტერინის დონის გაზრდა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის რისკებს ზრდის, ნათქვამია Health.News-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
თუმცა, როგორც პუბლიკაციის ავტორები აზუსტებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემწვარი კერძები სრულად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. ზეთზე დაბრაწული საკვები შეგიძლიათ თამამად მიირთვათ, თუ მის მოსამზადებლად „სწორ“ ზეთს გამოიყენებთ.
სპეციალისტების განმარტებით, ზეთის „სისწორე“ ყველაზე ხშირად გაცხელებისას მიმდინარე რეაქციებზეა დამოკიდებული. ირკვევა, რომ ზოგი სახეობის ზეთი უფრო მდგრადია გაცხელების მიმართ. ანუ იმისათვის, რომ მასში რეაქციები, ანუ ორგანიზმისთვის მავნე თავისუფალი რადიკალების გამოყოფა დაიწყოს, ზეთი ძალიან მაღალ ტემპერატურამდე უნდა გახურდეს.
თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
როდის რომელი თაფლი ჯობს: თვისებები და ამოსაცნობი ნიშნები
მაგალითად, Springer Link-ში გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევის თანახმად, შეწვისთვის, განსაკუთრებით კი ფრიტიურისთვის საუკეთესოა ნაჯერი ცხიმებით მდიდარი (90%-ზე მეტი) და ჟანგვისადმი მდგრადი ქოქოსის ზეთი. ის 8-საათიანი შეუჩერებელი წვის პროცესშიც კი ინარჩუნებს თვისებებს.
შემწვარი საკვების მოსამზადებლად ასევე სასარგებლოა ზეითუნის ზეთიც, რომელიც დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმებს შეიცავს. მაგალითად, ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში ამ „კარგი“ ცხიმის 73% შედის. სწორედ ამის გამო ის ჟანგვის მიმართ უკიდურესად გამძლეა.
როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ზეითუნის ზეთი 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიყენოთ პროდუქტის უწყვეტ რეჟიმში შესაწვავად. ის მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ იწყებს ძლიერ ჟანგვას.
სწავლულები ამბობენ, რომ ასევე უსაფრთხოა ავოკადოს ზეთიც, რომელიც ოლეინის მჟავებითაა მდიდარი და სასარგებლოა გულისთვის, შეუძლია არტერიული წნევის შემცირებაც.
ბაბუაწვერას ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
რატომ უნდა სვათ ბაბუაწვერას ჩაი ყოველდღე: აღმოჩენილია უნიკალური თვისებები
რაც შეეხება მზესუმზირის ზეთს, პროდუქტის შესაწვავად ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ მხოლოდ ზომიერი რაოდენობითა და მცირე ხნით წვისთვის. საქმე ისაა, რომ მასში შედის ომეგა 6, რომელსაც, დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, ანთებების გამოწვევა შეუძლია.
თუ მზესუმზირის ზეთს სწორად გამოიყენებთ, მაშინ მასში შემავალი E ვიტამინი ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების რაოდენობას შეამცირებს.
წყარო: Health.News
ყველა ახალი ამბავი
0