რატომ უნდა სვათ ბაბუაწვერას ჩაი ყოველდღე: აღმოჩენილია უნიკალური თვისებები

© Pixabay / silviaritaბაბუაწვერას ჩაი
ბაბუაწვერას ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ვისცერალური ცხიმები — მუცლის ღრუში დაგროვილი ლიპიდების საშიში ტიპია, რომელიც სისხლში ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, წერს გამოცემა Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, ვისცერალურ ცხიმებს ადამიანი ვერ ხედავს, ვინაიდან ისინი კანქვეშ კი არ გროვდება, არამედ შინაგან ორგანოებს — ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ნაწლავებსა და თირკმლებს ედება.
სპეციალისტები თვალისთვის უხილავი ცხიმების მოშორების საუკეთესო გზად ფიზიკურ ვარჯიშს ასახელებენ, რათა ადამიანმა წონაში დაიკლოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს ერთი ცხელი სასმელი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების გაქრობას ეხმარება.
საუბარია ბაბუაწვერას ჩაიზე, რომელიც უამრავ უნიკალურ ანტიოქსიდანტს შეიცავს.
როგორც სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, ბაბუაწვერას ფესვები, გარდა იმისა, რომ წონაში კლებას უწყობს ხელს, ასევე აუმჯობესებს ღვიძლის გამართულ მუშაობას და ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას.

„ბაბუაწვერას ჩაი ბევრი რამითაა სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. ეს ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს „შლაკებისგან“ წმენდს. ეს დეტოქსიკაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი „საწარმოა“, რომელიც ასევე ხსნის მუცლის შებერილობას“, — წერს გამოცემა.

მეცნიერების თქმით, ბაბუაწვერა შეიძლება გასახდომი სამკურნალო ზოგი პრეპარატის ბუნებრივ ალტერნატივად დაინიშნოს. კვლევებით დადასტურდა, რომ ბაბუაწვერა ლიპაზის ინჰიბიტორის (გაცხიმოვნების სამკურნალო საშუალებები) მსგავსად მოქმედებს, ამცირებს რა ლიპიდების შთანთქმას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
„მიიღეთ ბაბუაწვერას ჩაი ყოველდღიურად <...>, ერთი ფინჯანი მაინც. სწრაფი შედეგის მისაღებად შეგიძლიათ ჩაის 20-30 წუთიანი ვარჯიში დაამატოთ“, — ნათქვამია სტატიაში.
მანამდე ასევე მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ დღეში 10 გრამის ოდენობით მიღებული ხსნადი უჯრედისი ვისცერალური ცხიმების 3,7%-ს წვავს. თუ ამას ადამიანის ზომიერ აქტიურობასაც დავუმატებთ, მაშინ ეს საშიში ცხიმი უკვე 7,4%-ით შემცირდება. ხსნად უჯრედისს კი დიდი რაოდენობით შეიცავს პლანეტის ყველაზე პოპულარული კენკრა – მარწყვი.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0