https://sputnik-georgia.com/20220120/rogor-movisorot-sasisi-uxilavi-cximebi-263762965.html
როგორ მოვიშოროთ საშიში უხილავი ცხიმები: მიირთვით პოპულარული კენკრა
როგორ მოვიშოროთ საშიში უხილავი ცხიმები: მიირთვით პოპულარული კენკრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ადამიანს რამდენიმე ტიპის ცხიმი აქვს, რომელთაგან ყველაზე საშიში ვისცერალური ცხიმებია, წერს გამოცემა Daili Express-ი პეციალისტებზე... 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T15:26+0400
2022-01-20T15:26+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/12/239181260_0:207:3872:2385_1920x0_80_0_0_709d68b70a5d145346e7b8125d70546a.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ადამიანს რამდენიმე ტიპის ცხიმი აქვს, რომელთაგან ყველაზე საშიში ვისცერალური ცხიმებია, წერს გამოცემა Daili Express-ი პეციალისტებზე დაყრდნობით.ექიმების თქმით, ვისცერალურ ცხიმებს ადამიანი ვერ ხედავს, ვინაიდან ისინი კანქვეშ კი არ გროვდება, არამედ შინაგან ორგანოებს — ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ნაწლავებსა და თირკმელებს ედება.მარწყვი რეალურად აფერხებს ასაკობრივი დაავადებების განვითარებას – მეცნიერთა დასკვნა>>ამასთან ვისცერალური ცხიმის მოშორება ბევრად რთულია, ვიდრე კანქვეშა ცხიმებისა. თუმცა, როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, არსებობს კენკრა, რომელიც ამ დაავადებას შესანიშნავად ებრძვის.როგორც სამედიცინო ცენტრ Wake Forest Baptist-ის კვლევამ აჩვენა, მარწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანისთვის სასარგებლო ხსნად უჯრედისს, რომელიც გადამუშავებული საკვების კუჭიდან ნაწლავებში მოხვედრის პროცესს ანელებს.გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ხუთი წლის განმავლობაში დღეში ათი გრამის ოდენობით მიღებული ხსნადი უჯრედისი ვისცერალური ცხიმების 3,7%-ს წვავს. თუ ამას ადამიანის ზომიერ აქტიურობასაც დავუმატებთ, მაშინ ეს საშიში ცხიმი უკვე 7,4%-ით შემცირდება.ამასთან მარწვი ასტიმულირებს ჰორმონ ლეპტინისა და ადიპონექტინის გამომუშავებას, რომლებიც თრგუნავს მადას და კარგად წვავს ცხიმებს.გარდა ამისა, მარწყვი ხელს უწყობს წონაში დაკლებას — მეტაბოლიზმის სტიმულირების გზით.და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ამერიკელ დიეტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ, მარწყვი იმ ათი ხილის რიცხვში შედის, რომლებიც მძლავრი ანტიოქსიდანტური ეფექტით გამოირჩევა და ინსულტებისა და კიბოს რისკებს აღკვეთს.წყარო: Daili Express
https://sputnik-georgia.com/20200522/marwyvis-Tvisebebi-248557826.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/12/239181260_208:0:3664:2592_1920x0_80_0_0_c8707891b34af3bb7c3cd907573acc35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ადამიანს რამდენიმე ტიპის ცხიმი აქვს, რომელთაგან ყველაზე საშიში ვისცერალური ცხიმებია, წერს გამოცემა Daili Express-ი პეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, ვისცერალურ ცხიმებს ადამიანი ვერ ხედავს, ვინაიდან ისინი კანქვეშ კი არ გროვდება, არამედ შინაგან ორგანოებს — ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ნაწლავებსა და თირკმელებს ედება.
ამასთან ვისცერალური ცხიმის მოშორება ბევრად რთულია, ვიდრე კანქვეშა ცხიმებისა. თუმცა, როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, არსებობს კენკრა, რომელიც ამ დაავადებას შესანიშნავად ებრძვის.
საუბარია პლანეტის ყველაზე პოპულარულ კენკრაზე — მარწყვზე.
როგორც სამედიცინო ცენტრ Wake Forest Baptist-ის კვლევამ აჩვენა, მარწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანისთვის სასარგებლო ხსნად უჯრედისს, რომელიც გადამუშავებული საკვების კუჭიდან ნაწლავებში მოხვედრის პროცესს ანელებს.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ხუთი წლის განმავლობაში დღეში ათი გრამის ოდენობით მიღებული ხსნადი უჯრედისი ვისცერალური ცხიმების 3,7%-ს წვავს. თუ ამას ადამიანის ზომიერ აქტიურობასაც დავუმატებთ, მაშინ ეს საშიში ცხიმი უკვე 7,4%-ით შემცირდება.
ამასთან მარწვი ასტიმულირებს ჰორმონ ლეპტინისა და ადიპონექტინის გამომუშავებას, რომლებიც თრგუნავს მადას და კარგად წვავს ცხიმებს.
გარდა ამისა, მარწყვი ხელს უწყობს წონაში დაკლებას — მეტაბოლიზმის სტიმულირების გზით.
და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ამერიკელ დიეტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ, მარწყვი იმ ათი ხილის რიცხვში შედის, რომლებიც მძლავრი ანტიოქსიდანტური ეფექტით გამოირჩევა და ინსულტებისა და კიბოს რისკებს აღკვეთს.