https://sputnik-georgia.com/20220223/vaqcinacia-da-koronavirusis-meeqvse-talga-gamokitxvis-shedegebi-264696504.html
ვაქცინაცია და კორონავირუსის მეექვსე ტალღა: გამოკითხვის შედეგები
ვაქცინაცია და კორონავირუსის მეექვსე ტალღა: გამოკითხვის შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
2022-02-23T10:40+0400
2022-02-23T10:40+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264299181_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_36bbb7777277937fd4cc42c427058bc0.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა მხოლოდ მესამედს ჰქონდა გვერდითი ეფექტები, ნათქვამია კვლევაში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ჩაატარა.კვლევის თანახმად, გამოკითხული 1.966 ოჯახიდან აცრილთა 36,9%-ს ჰქონდა ვაქცინისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტები.ამასთან, 37,2%-ს ჰქონდა ლოკალური ტკივილები, 33,3%-ს – ცხელება, 32,2%-ს კი – სისუსტე. გვერდით ეფექტებს შორის გამოკითხულებმა ასევე დაასახელეს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, მაღალი წნევა, გულისრევის შეგრძნება, ლოკალური სიწითლე, მოუსვენრობა.რაც შეეხება მათ, ვისაც ჯერ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩატარებია, მაგრამ ვაქცინაციას გეგმავს, ისინი ძირითადად აპირებენ Pfizer-ით აცრას. ამ კუთხით მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, მესამეზე კი Sinovac-ი, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში. ასევე დასახელდა მიზეზი, რის გამოც ოჯახები უარს ამბობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე. გამოკითხულთა 46,4%-ის განცხადებით, მათ გვერდითი ეფექტების ეშინიათ, 40,2%-ს კი ვაქცინის სანდოობის არ სჯერა. ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზებს შორის ასევე დასახელდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სიკვდილის შიში, გადატანილი კორონავირუსი, ალერგია და რელიგიური შეხედულებები.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. პიკის დროს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 ათასს აჭარბებდა. ეპიდემიოლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების მზარდი რაოდენობა „ომიკრონ“ შტამთან იყო დაკავშირებული.წყარო: საქსტატი
https://sputnik-georgia.com/20220220/saqartvelosi-vaqcinacia-neli-tempit-mimdinareobs-264618589.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264299181_79:0:2810:2048_1920x0_80_0_0_a420c64fa8493c3c2317ed20dbb84149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ვაქცინაცია საქსტატი მოსახლეობის გამოკითხვა
საქართველო ვაქცინაცია საქსტატი მოსახლეობის გამოკითხვა
ვაქცინაცია და კორონავირუსის მეექვსე ტალღა: გამოკითხვის შედეგები
10:40 23.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა მხოლოდ მესამედს ჰქონდა გვერდითი ეფექტები, ნათქვამია კვლევაში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ჩაატარა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული 1.966 ოჯახიდან აცრილთა 36,9%-ს ჰქონდა ვაქცინისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტები.
ამასთან, 37,2%-ს ჰქონდა ლოკალური ტკივილები, 33,3%-ს – ცხელება, 32,2%-ს კი – სისუსტე. გვერდით ეფექტებს შორის გამოკითხულებმა ასევე დაასახელეს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, მაღალი წნევა, გულისრევის შეგრძნება, ლოკალური სიწითლე, მოუსვენრობა.
რაც შეეხება მათ, ვისაც ჯერ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩატარებია, მაგრამ ვაქცინაციას გეგმავს, ისინი ძირითადად აპირებენ Pfizer-ით აცრას. ამ კუთხით მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, მესამეზე კი Sinovac-ი, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.
ასევე დასახელდა მიზეზი, რის გამოც ოჯახები უარს ამბობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე. გამოკითხულთა 46,4%-ის განცხადებით, მათ გვერდითი ეფექტების ეშინიათ, 40,2%-ს კი ვაქცინის სანდოობის არ სჯერა. ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზებს შორის ასევე დასახელდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სიკვდილის შიში, გადატანილი კორონავირუსი, ალერგია და რელიგიური შეხედულებები.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. პიკის დროს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 ათასს აჭარბებდა. ეპიდემიოლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების მზარდი რაოდენობა „ომიკრონ“ შტამთან იყო დაკავშირებული.