https://sputnik-georgia.com/20220220/saqartvelosi-vaqcinacia-neli-tempit-mimdinareobs-264618589.html
საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს
საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1,2 მილიონი ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 200 ათასზე მეტ ადამიანს
2022-02-20T21:46+0400
2022-02-20T21:46+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264300642_0:0:3069:1726_1920x0_80_0_0_4c3b04b9895e95007a6c1009d0b080ab.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. შაბათს, 19 თებერვალს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში აიცრა 1.524 ადამიანი, განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ეპიდემიოლოგების თვალსაზრისით, საქართველომ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი გადაიარა. ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობა თებერვლის პირველი რიცხვების შემდეგ 26 ათასიდან (ანტირეკორდი) 10-15 ათასამდე შემცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანს აჭარბებს.20 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2.796.876 აცრა ჩატარდა, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.346.490 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 46,9%.სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.240.491 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 207.239 ადამიანს.12-15 წლის მოზარდებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 4013 ადამიანი (2,26%), სრულად ვაქცინირებულია - 3073 (1,73%).16-17 წლის ასაკის მოქალაქეებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12.501 ადამიანი (15,42%), სრულად ვაქცინირებულია - 11.018 (13,59%).ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან იყო ხელმისაწვდომი ინგლის-შვედეთის წარმოების პრეპარატი AstraZeneca. 30 მარტიდან ქვეყანაში შემოიტანეს ამერიკული ვაქცინა Pfizer, 4 მაისიდან - ჩინური პრეპარატი Sinopharm, ხოლო 24 მაისიდან - ასევე ჩინური Sinovac.2021 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყო ქრონიკული დაავადებების მქონე 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, მანამდე კი ვაქცინაცია იყო ნებადართული მხოლოდ 16 წლის ასაკიდან. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.წყარო - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264300642_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f8e2f85952dd76fea21903078f4cd2f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ვაქცინაცია ტემპი
საქართველო ვაქცინაცია ტემპი
საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს
21:46 20.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 200 ათასზე მეტ ადამიანს
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. შაბათს, 19 თებერვალს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში აიცრა 1.524 ადამიანი, განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეპიდემიოლოგების თვალსაზრისით, საქართველომ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი გადაიარა. ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობა თებერვლის პირველი რიცხვების შემდეგ 26 ათასიდან (ანტირეკორდი) 10-15 ათასამდე შემცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
20 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2.796.876 აცრა ჩატარდა, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.346.490 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 46,9%.
სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.240.491 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 207.239 ადამიანს.
12-15 წლის მოზარდებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 4013 ადამიანი (2,26%), სრულად ვაქცინირებულია - 3073 (1,73%).
16-17 წლის ასაკის მოქალაქეებს შორის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12.501 ადამიანი (15,42%), სრულად ვაქცინირებულია - 11.018 (13,59%).
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან იყო ხელმისაწვდომი ინგლის-შვედეთის წარმოების პრეპარატი AstraZeneca. 30 მარტიდან ქვეყანაში შემოიტანეს ამერიკული ვაქცინა Pfizer, 4 მაისიდან - ჩინური პრეპარატი Sinopharm, ხოლო 24 მაისიდან - ასევე ჩინური Sinovac.
2021 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყო ქრონიკული დაავადებების მქონე 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, მანამდე კი ვაქცინაცია იყო ნებადართული მხოლოდ 16 წლის ასაკიდან. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.