„იმედგაცრუებული ვარ“ – შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ წარუმატებელ სერიას აგრძელებს

© courtesy of Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
„ჰალ სიტის“ ჩემპიონშიპში 34 მატჩის შემდეგ 34 ქულა აქვს და მე-20 ადგილს იკავებს.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ჰალ სიტის“ წარუმატებელი მატჩების სერია გრძელდება, შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ბოლოს ინგლისის „ჩემპიონშიპის“ ბოლო ადგილზე მყოფ „ბარნსლისთან“ დამარცხდა.
შოთა არველაძე ინგლისურ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იანვრის ბოლოს დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ უკვე 7 შეხვედრა გამართა. ამ შვიდი შეხვედრიდან ქართველმა სპეციალისტმა მხოლოდ სადებიუტო მატჩში შეძლო გამარჯვება, არველაძის გუნდი ორჯერ ფრეს დასჯერდა, ოთხჯერ კი დამარცხდა.
„ჰალ სიტი“ „ბარნსლისთან“ შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, სატურნირო ცხრილის გარდა, გუნდს მასპინძლის უპირატესობაც უმაგრებდა ზურგს. მიუხედავად ამისა, „ვეფხვებმა“ მატჩი პირველივე ტაიმში წააგეს, „ბარნსლიმ“ მეტოქე გუნდის კარში გოლის გატანა ჯერ 27-ე, შემდეგ კი 47-ე (45+2) წუთზე მოახერხა. მატჩში „ჰალ სიტის“ უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობის კომპონენტში ჰქონდა, რაც წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
I’m so happy: შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ მეტოქე გაანადგურა>>>
შოთა არველაძემ მოულოდნელი მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია და საკუთარი გუნდისგან სხვა შედეგს ელოდა. ქართველმა მწვრთნელმა ასევე გუნდში არსებულ ატმოსფეროსა და ფეხბურთელებზეც ისაუბრა.

„ჩვენი მხრიდან ასეთ ნელ თამაშს არ ველოდი. რეაგირება გვიან მოვახდინეთ და ამან თამაში გაართულა. ბიჭებმა თავადაც იციან, რომ კარგად არ ვითამაშეთ. ისინი გულწრფელი, კარგი ბიჭები არიან და ხვდებიან, რომ ეს არ იყო გუნდური თამაში“, – აღნიშნა არველაძემ.

„ჰალ სიტის“ ჩემპიონშიპში 34 მატჩის შემდეგ 34 ქულა აქვს და მე-20 ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0