I’m so happy: შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ მეტოქე გაანადგურა

© Facebook / Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2022
გამოწერა
ან გამარჯვების შედეგად „ჰალ სიტი“ სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ შოთა არველაძეს „ჰალ სიტიში“ მთავარი მწვრთნელის პოტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა.
შაბათს „ჰალ სიტიმ“ „სუონსი სიტის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა - 2:0.
48 წლის შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოზიცია ოფიციალურად პარასკევს დაიკავა. კონტრაქტი 2,5 წელზეა გათვლილი.
„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს და ამ მატჩამდე სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-19 პოზიციას იკავებდა.
„სუონსი სიტიზე“ გამარჯვების შემდეგ „ჰალ სიტიმ“ 32 ქულა დააგროვა, ქულებით „სუონსის“ გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.
შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა >>
შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო. იგი, თბილისის „დინამოს“ გარდა, ევროპის სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის, ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის“, „ქასიმფაშას“ და „ტრაპზონსპორის“ მწვრთნელი.
არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი“ იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. მას შემდეგ ქართველი სპეციალისტი უმუშევარი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0