შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

© courtesy of Hull Cityშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას ინგლისური საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
48 წლის არველაძესთან გაფორმებული კონტრაქტი 2,5 წელზეა გათვლილი.
„ჰალ სიტი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ შოთა არველაძე კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, შოთა!“ – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში, რანგით მეორე დივიზონში ასპარეზობს და ამჟამად სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შანსი მომცა. ნებისმიერი, ვინც ფეხბურთის სფეროში მოღვაწეობს, ინგლისში მოხვედრაზე ოცნებობს. ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ოჯახი ჩემით ამაყობს“, – განაცხადა მწვრთნელმა.

შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო. იგი, თბილისის „დინამოს“ გარდა, ევროპის სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის, ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის“, „ქასიმფაშას“ და „ტრაპზონსპორის“ მწვრთნელი.
არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი“ იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. მას შემდეგ ქართველი სპეციალისტი უმუშევარი იყო.
წყარო: Hull City
ყველა ახალი ამბავი
0