https://sputnik-georgia.com/20220223/saqartvelosi-epidemiologiuri-vitarebis-stabilizacia-daiwyo-264717135.html
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია დაიწყო
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 5%–ს მიუახლოვდება, შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, აღნიშნა გაბუნიამ.
2022-02-23T18:36+0400
2022-02-23T18:36+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670675_0:55:1895:1121_1920x0_80_0_0_9d82888b6bd0f7cf77b7f5cd7709ec57.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან სტაბილური ხდება – იკლებს როგორც დადებითობის, ისე ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 10.230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 26 ათასს აღემატებოდა.მისი თქმით, ინფექციის გავრცელების რისკი იკლებს, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. როგორც კი ამ მაჩვენებელს მივუახლოვდებით, შეიძლება თქმა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, აღნიშნა გაბუნიამ.დადებითობის მაჩვენებელი 22 თებერვლისთვის 25,26%-ს შეადგენს, ბოლო ორი კვირის – 29,89%-ს, ბოლო შვიდი დღისა – 27,73%-ს.გაბუნიამ აღნიშნა, რომ ძალზე რთული სათქმელია, რა პერიოდი გახდება საჭირო სრული სტაბილიზაციისა და ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზებისთვის. თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შემნთხვევაში ვითარება შედარებით სწრაფად შეიძლება დასტაბილურდეს, ვიდრე კორონავირუსის წინა შტამების შემთხვევაში.„შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე კვირა, ჯერ უნდა მივყვეთ ეპიდემიურ ტენდენციას და შემდეგ გვექნება პასუხი“, – აღნიშნა გაბუნიამ.შტამი „ომიკრონის“ პიკი 1 თებერვალზე მოვიდა, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 26.320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემდეგ მაჩვენებელმა თანდათან იკლო.ამჟამად საქართველოში „ომიკრონის“ შტამი დომინირებს, ის გვხვდება 95% შემთხვევებში. 75% შემთხვევებისა „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.2-ია. ეს შტამი უფრო გადამდებია და დაავადების შედარებით მძიმე განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20220223/vaqcinacia-da-koronavirusis-meeqvse-talga-gamokitxvis-shedegebi-264696504.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670675_164:0:1731:1175_1920x0_80_0_0_f270a3eb93bfcaff20661e28e6a5aa8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაბუნია კორონავირუსი სტაბილიზაცია ეპიდვითარება
გაბუნია კორონავირუსი სტაბილიზაცია ეპიდვითარება
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია დაიწყო
18:36 23.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ჯანდაცვის სამინისტრო ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს – „ომიკრონი“ თანდათან პოზიციებს თმობს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან სტაბილური ხდება – იკლებს როგორც დადებითობის, ისე ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 10.230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 26 ათასს აღემატებოდა.
„გუშინ იყო 12 ათასი, დღეს არის 10 ათასზე ოდნავ მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ იკლებს მაჩვენებელი, ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ინფექციის გავრცელების რისკი იკლებს, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. როგორც კი ამ მაჩვენებელს მივუახლოვდებით, შეიძლება თქმა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია, აღნიშნა გაბუნიამ.
დადებითობის მაჩვენებელი 22 თებერვლისთვის 25,26%-ს შეადგენს, ბოლო ორი კვირის – 29,89%-ს, ბოლო შვიდი დღისა – 27,73%-ს.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ძალზე რთული სათქმელია, რა პერიოდი გახდება საჭირო სრული სტაბილიზაციისა და ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზებისთვის. თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შემნთხვევაში ვითარება შედარებით სწრაფად შეიძლება დასტაბილურდეს, ვიდრე კორონავირუსის წინა შტამების შემთხვევაში.
„შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე კვირა, ჯერ უნდა მივყვეთ ეპიდემიურ ტენდენციას და შემდეგ გვექნება პასუხი“, – აღნიშნა გაბუნიამ.
შტამი „ომიკრონის“ პიკი 1 თებერვალზე მოვიდა, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 26.320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემდეგ მაჩვენებელმა თანდათან იკლო.
ამჟამად საქართველოში „ომიკრონის“ შტამი დომინირებს, ის გვხვდება 95% შემთხვევებში. 75% შემთხვევებისა „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.2-ია. ეს შტამი უფრო გადამდებია და დაავადების შედარებით მძიმე განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.