https://sputnik-georgia.com/20220223/saqartvelos-supertasis-mflobelebi-awaris-mtavrobis-metaurma-daajildova-264725947.html
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუპერთასის მფლობელები დააჯილდოვა
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუპერთასის მფლობელები დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
ბათუმის „დინამომ“ 20 თებერვალს თბილისის „საბურთალოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში სუპერთასი მოიპოვა
2022-02-23T21:21+0400
2022-02-23T21:21+0400
2022-02-23T23:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671631_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_560b5d8ee403a5c8df1a4923ad2fc59a.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტული მიღწევებისა და მოპოვებული ჩემპიონობისთვის პირადად გადასცა მადლობის სიგელები, აღნიშნულია აჭარის მთავრობის Facebook-გვერდზე.საქართველოს ფეხბურთის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ სუპერთასისთვის დაძაბულ ბრძოლაში 20 თებერვალს ქუთაისში თბილისის კლუბი „საბურთალო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და სეზონის პირველი თასი მოიპოვა.მისი თქმით, აჭარის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა კლუბმა განვითარება განაგრძოს.როგორც „დინამოელების“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, ასეთი გამარჯვებები არა მხოლოდ სიხარულის მომტანია, არამედ გუნდს დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ამდენი სიხარული მოვუტანეთ. ეს ჩვენთვის დიდი პატივია“, – აღნიშნა გეგუჩაძემ.როგორც კლუბის ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ითქვა, აჭარა აქტიურად ავითარებს სპორტს და ახორციელებს სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სპორტის ევროპული ქალაქების ასოციაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წელს ევროპული სპორტული ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქია ამ სტატუსით.ბათუმის „დინამო“ 2021 წელს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში. კლუბი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეათე ჩემპიონია.წყარო - აჭარის მთავრობა
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671631_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_5da76c57ac2dd61732c38e23426cbfba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი „დინამო“ აჭარა მთავრობა მეთაურმი თორნიკე რიჟვაძე დაჯილდოება
ბათუმი „დინამო“ აჭარა მთავრობა მეთაურმი თორნიკე რიჟვაძე დაჯილდოება
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუპერთასის მფლობელები დააჯილდოვა
21:21 23.02.2022 (განახლებულია: 23:03 23.02.2022) 20 თებერვალს ბათუმის „დინამომ“ თბილისის „საბურთალოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში სუპერთასი მოიპოვა.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტული მიღწევებისა და მოპოვებული ჩემპიონობისთვის პირადად გადასცა მადლობის სიგელები, აღნიშნულია აჭარის მთავრობის Facebook-გვერდზე.
საქართველოს ფეხბურთის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ სუპერთასისთვის დაძაბულ ბრძოლაში 20 თებერვალს ქუთაისში თბილისის კლუბი „საბურთალო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და სეზონის პირველი თასი მოიპოვა.
„ბოლო წლების განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია, დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში, 2021 წელს ბათუმის „დინამო“ პირველად გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი. ასევე 2022 წლის 20 თებერვალს სუპერთასის მფლობელი გახდა“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
მისი თქმით, აჭარის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა კლუბმა განვითარება განაგრძოს.
როგორც „დინამოელების“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, ასეთი გამარჯვებები არა მხოლოდ სიხარულის მომტანია, არამედ გუნდს დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ამდენი სიხარული მოვუტანეთ. ეს ჩვენთვის დიდი პატივია“, – აღნიშნა გეგუჩაძემ.
როგორც კლუბის ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ითქვა, აჭარა აქტიურად ავითარებს სპორტს და ახორციელებს სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სპორტის ევროპული ქალაქების ასოციაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წელს ევროპული სპორტული ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქია ამ სტატუსით.
ბათუმის „დინამო“ 2021 წელს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში. კლუბი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეათე ჩემპიონია.