https://sputnik-georgia.com/20220223/sankt-peterburgshi-xatiashvilis-wignis-prezentacia-gaimarteba-264718571.html
სანქტ-პეტერბურგში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართება
სანქტ-პეტერბურგში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართება
Sputnik საქართველო
ქართველი ავტორის რომანის პრეზენტაცია მოსკოვის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გაიმართება
2022-02-23T18:50+0400
2022-02-23T18:50+0400
2023-08-17T19:45+0400
საქართველო
რუსეთი
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/19/262374561_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_7d33340732b8c16e04ffa902a3cf6981.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. Sputnik-ის რუბრიკის ავტორისა და მწერლის ანასტასია ხატიაშვილის წიგნის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ პრეზენტაცია სანქტ-პეტერბურგში 2 მარტს გაიმართება.ქართველი ავტორის ფსიქოლოგიურ ტრილერს მკითხველს სანქტ-პეტერბურგის ეროვნებათა სახლში წარუდგენენ რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მხარდაჭერით. რომანის პრეზენტაციას დიასპორის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე დაესწრება.წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი. ის 2021 წლის 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისის Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა. მაისში კი წიგნი თბილისში გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა.„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართა>>>ეს არის ორი ქართველი ახალგაზრდის ზაზა სარიასა და თორნიკე ნაკაშიძის მეგობრობის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება „სიყვარულისა და ურთიერთგაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა“, აღნიშნავენ გამომცემლობა „კალმოსანში“.2021 წლის ნოემბერში რომანის პრეზენტაცია მოსკოვში წარმატებით ჩატარდა. წლის ბოლოს კი წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ რუსული ლიტერატურული პრემია Электронная буква 2021-ის ლონგ-ლისტში („გრძელ სიაში“) სპეციალურ ნომინაციაში Роман взросления შევიდა.ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემია „დებიუტის“ ე.წ. ლონგ-ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/19/262374561_202:0:2933:2048_1920x0_80_0_0_daea9d416075638a54565cbb4d63ba0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო რუსეთი კულტურა ანასტასია ხატიაშვილი
საქართველო რუსეთი კულტურა ანასტასია ხატიაშვილი
სანქტ-პეტერბურგში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართება
18:50 23.02.2022 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) თავდაპირველად წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ მოთხრობის სახით 2016 წელს დაიწერა. ნაწარმოებმა წარმატება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც ავტორს უბიძგა, მოთხრობა რომანად გარდაექმნა.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. Sputnik-ის რუბრიკის ავტორისა და მწერლის ანასტასია ხატიაშვილის წიგნის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ პრეზენტაცია სანქტ-პეტერბურგში 2 მარტს გაიმართება.
ქართველი ავტორის ფსიქოლოგიურ ტრილერს მკითხველს სანქტ-პეტერბურგის ეროვნებათა სახლში წარუდგენენ რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მხარდაჭერით. რომანის პრეზენტაციას დიასპორის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე დაესწრება.
„თანამედროვე ქართველი გმირების სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიას ამჯერად სანქტ-პეტერბურგელი მკითხველიც გაიგებს, – აღნიშნავს ავტორი. – წიგნში თქვენ არა მარტო გაეცნობით საქართველოს კულტურას და დღევანდელობას, არამედ იპოვით პასუხებს კითხვებზე, თუ როგორ არ უნდა დაკარგო სიყვარული, იცხოვრო და დააფასო ყველაფერი, რაც გაქვს და არ იდარდო იმაზე, რაც შენი არაა“.
წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი. ის 2021 წლის 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისის Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა. მაისში კი წიგნი თბილისში გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა.
ეს არის ორი ქართველი ახალგაზრდის ზაზა სარიასა და თორნიკე ნაკაშიძის მეგობრობის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება „სიყვარულისა და ურთიერთგაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა“, აღნიშნავენ გამომცემლობა „კალმოსანში“.
„ფსიქოლოგიურ ტრილერში მისტიკა გადაჯაჭვულია ქართულ მითოლოგიასთან, მეგობრობა – სიყვარულთან, ინგრევა სტერეოტიპები ერთგულებისა და ღალატის, სიკეთისა და ეგოიზმის შესახებ, როდესაც სასწორზე იდება საყვარელი ადამიანების უკანასკნელი ამოსუნთქვა უსასრულო არარსებობის დადგომამდე“, – ნათქვამია გამომცემლობის ანოტაციაში.
2021 წლის ნოემბერში რომანის პრეზენტაცია მოსკოვში წარმატებით ჩატარდა. წლის ბოლოს კი წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ რუსული ლიტერატურული პრემია Электронная буква 2021-ის ლონგ-ლისტში („გრძელ სიაში“) სპეციალურ ნომინაციაში Роман взросления შევიდა.
ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემია „დებიუტის“ ე.წ. ლონგ-ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.