მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაერო რუს ჯარისკაცებს მშვიდობისმყოფლებად არ მიიჩნევს

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISSანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. იმას, რაც დონბასში ხდება, არ შეიძლება გენოციდი ეწოდოს, ხოლო იქ გაგზავნილი რუსი ჯარისკაცები მშვიდობისმყოფლებად არ მიიჩნევიან, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა პრესკონფერენციაზე.

„გენოციდი არის დანაშაული, რომელსაც მკაფიო განსაზღვრება აქვს და ის მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გამოიყენებოდეს. არ მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა“, − აღნიშნა გუტერიშმა.

გენმდივანმა ასეთი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც, „კიევის ქმედებები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ − ეს პირდაპირი გენოციდია“.
გარდა ამისა, გუტერიშმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამხედროები, თუ ისინი პუტინისგან მიღებული ნებართვის შესაბამისად შევლენ დონბასში, არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლებიან მშვიდობისმყოფლებად.

„როდესაც ერთი ქვეყნის ჯარები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი სამშვიდობოები. ისინი სულაც არ არიან სამშვიდობოები“, − განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან მან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ დეკლარაციის დარღვევად შეაფასა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე ლაპარაკი აღარ არის – თეთრი სახლის განცხადება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 21 თებერვალს ტელემიმართვისას განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის დაუყოვნებელი აღიარება. მიმართვის დასრულებისთანავე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებებს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის შესახებ. ამასთან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა ადგილებზე.
წყარო: United Nations
ყველა ახალი ამბავი
0