https://sputnik-georgia.com/20220223/baidenisa-da-putinis-sexvedraze-laparaki-ar-aris-264701712.html
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე ლაპარაკი აღარ არის – თეთრი სახლის განცხადება
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე ლაპარაკი აღარ არის – თეთრი სახლის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების − ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინსიტრების კონტაქტის... 23.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-23T12:09+0400
2022-02-23T12:09+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
აშშ
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251997524_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_573e2a157b630beda1f879d96b91bb12.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების − ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინსიტრების კონტაქტის შემდეგ შეიძლებოდა შემდგარიყო, ასე რომ, ახლა არაფერი მსგავსი აღარ იგეგმება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.შეკითხვაზე, რა უნდა მოხდეს, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდეს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის საკითხს, პსაკიმ უპასუხა, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უნდა წავიდეს.მისი თქმით, ბაიდენსა და პუტინს შორის კონტაქტები − მოქმედებების ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება არადროულია, ვინაიდან „პრეზიდენტი პუტინი სუვერენულ ქვეყანაში შეჭრას აკონტროლებს“.მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უარი განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც 24 თებერვლისთვის იგეგმებოდა. მისი თქმით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებით „უარი თქვა დიპლომატიაზე, ამიტომ ჩანიშნული შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობს“. ამასთან ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, რომ „სიტუაციის უარესი სცენარით განვითარების აღსაკვეთად, რაც მთელ უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გულისხმობს“, აშშ მზად იქნება რუსეთთან შემდგომი დიპლომატიური კონტაქტებისთვის, „თუ მოსკოვის მიდგომა შეიცვლება“.
https://sputnik-georgia.com/20220223/blinkenma-lavrovtan-sexvedraze-uari-tqva-264699727.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251997524_125:0:1600:1106_1920x0_80_0_0_a09e4ab3882fdc9e35f2f80737b61a37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების − ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინსიტრების კონტაქტის შემდეგ შეიძლებოდა შემდგარიყო, ასე რომ, ახლა არაფერი მსგავსი აღარ იგეგმება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.
„ჩვენ არასდროს დავკეტავთ დიპლომატიის კარს ბოლომდე და არ მგონია, რომ სახელმწიფო მდივანი ასე მოიქცა... მისი თქმით, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ასეთი შეხვედრის გამართვა ახლა არასწორი იქნებოდა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ პუტინთან ნებისმიერი კონტაქტი [ამ შეხვედრას] უნდა მოჰყოლოდა. ასე რომ, ამ დროისთვის მსგავსი არაფერი იგეგმება“, − თქვა მან.
შეკითხვაზე, რა უნდა მოხდეს, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდეს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის საკითხს, პსაკიმ უპასუხა, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უნდა წავიდეს.
მისი თქმით, ბაიდენსა და პუტინს შორის კონტაქტები − მოქმედებების ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება არადროულია, ვინაიდან „პრეზიდენტი პუტინი სუვერენულ ქვეყანაში შეჭრას აკონტროლებს“.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უარი განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც 24 თებერვლისთვის იგეგმებოდა. მისი თქმით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებით „უარი თქვა დიპლომატიაზე, ამიტომ ჩანიშნული შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობს“.
ამასთან ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, რომ „სიტუაციის უარესი სცენარით განვითარების აღსაკვეთად, რაც მთელ უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გულისხმობს“, აშშ მზად იქნება რუსეთთან შემდგომი დიპლომატიური კონტაქტებისთვის, „თუ მოსკოვის მიდგომა შეიცვლება“.