მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეხვედრა ჩაიშალა: ბლინკენმა ლავროვთან საუბარზე უარი თქვა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი − Sputnik. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უარი განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც 24 თებერვლისთვის იგეგმებოდა.

„ამ დროისათვის ამ შეხვედრის გამართვას არანაირი აზრი არ აქვს. მე კონსულტაცია მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა დამეთანხმა. [რუსეთის] საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს წერილი გავუგზავნე და საქმის კურსში ჩავაყენე“, − განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები და პირადად ის დიპლომატიას არჩევენ, „თუ რუსეთი მზადაა, გადადგას ხილული ნაბიჯები“, რითაც მსოფლიოს აჩვენებს, რამდენად სერიოზულადაა განწყობილი უკრაინაში დეესკალაციისა და დიპლომატიური გადაწყვეტლების მისაღებად.
„ჩვენ ვიმოძრავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინირებით, ასევე „მიწაზე“ რუსეთის ქმედებებისა და ფაქტების საფუძველზე. თუმცა ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს, იმოქმედოს დიპლომატიის საფარქვეშ მაშინ, როდესაც ის კონფლიქტებისა და ომის გზაზე მარშს აჩქარებს“, − აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, ახლა რუსეთმა უარი თქვა დიპლომატიაზე, ამიტომ ჩანიშნული შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობს.
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
მსოფლიო დღეს
„კიდევ უფრო გამკაცრდება“: ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა
თუმცა, როგორც ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, მიუხედავად ამისა, „სიტუაციის უარესი სცენარით განვითარების აღსაკვეთად, რაც მთელ უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გულისხმობს“, აშშ მზად იქნება რუსეთთან შემდგომი დიპლომატიური კონტაქტებისთვის.
„თუ მოსკოვის მიდგომა შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, − აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრის ინიციატივა ვაშინგტონმა წამოაყენა. მოსკოვი წინადადებას დაეთანხმა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში უნდა შემდგარიყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 21 თებერვალს ტელემიმართვისას განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის დაუყოვნებელი აღიარება. მიმართვის დასრულებისთანავე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებებს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის შესახებ. ამასთან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა ადგილებზე.
რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, რომელიც უკვე შევიდა ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0