მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„კიდევ უფრო გამკაცრდება“: ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

© photo: AFP 2020 / SAUL LOEBთეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს და ამასთან პერიოდულად გაამკაცრებს მათ უკრაინაში არსებული ვითარების მიხედვით, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ერთი თვით ადრე გააფრთხილა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი იმის თაობაზე, თუ რა მოჰყვებოდა უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებებს. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება კი არის უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რაც გახდა კიდეც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების მიზეზი.

„დღეს მე ვაცხადებ რუსეთის ქმედების საპასუხო სანქციების პირველი ტრანშის შესახებ. ამ სანქციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ვაწესებთ და გავამკაცრებთ მათ, თუ რუსეთი კიდევ მეტ ესკალაციაზე წავა“, − აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი რუსეთის მთავრობას დასავლურ დაფინანსებას უკეტავს.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება უშუალოდ რუსეთის ელიტებსა და მათი ოჯახების წევრებსაც, რომლებიც, ბაიდენის თქმით, „კრემლის პოლიტიკის კორუფციულ საშიშროებასა და სატკივარს იზიარებენ“.
ამასთან აშშ დამბლოკავ სანქციებს უწესებს ორ რუსულ ბანკს − „ვნეშეკონომბანკსა“ და ერთ სამხედრო ბანკს, ოღონდ სახელდობრ რომელს, ეს ბაიდენს არ დაუკონკრეტებია.
რაც შეეხება რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ამერიკის ლიდერის თქმით, აშშ განაგრძობს ბერლინთან თანამშრომლობას მისი გაჩერების საკითხზე.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
მსოფლიო დღეს
ბრძანებულება გამოქვეყნებულია: ბაიდენმა სანქციებს ხელი მოაწერა
როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა ბრიფინგზე, სანამ რუსეთი შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობს, „ამერიკა თავის სვლას ამზადებს“.
„თუ აგრესიას განაგრძობს, რუსეთი კიდევ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის, მათ შორის დამატებითი სანქციების შემოღების გზითაც“, − აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 21 თებერვალს ტელემიმართვისას განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის დაუყოვნებელი აღიარება. მიმართვის დასრულებისთანავე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებებს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის შესახებ. ამასთან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა ადგილებზე.
ყველა ახალი ამბავი
0