Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რომელი შეზღუდვები უქმდება ან მსუბუქდება 1 მარტიდან: სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭო დღეიდან მუშაობის ორკვირიან რეჟიმზე გადადის – ყოველკვირეული სხდომის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა.
საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
1 მარტიდან საქართველოს საზღვარზე 67 ქვეყნის მოქალაქეები PCR-ტესტის საშუალებითაც შეძლებენ შემოსვლას. კერძოდ, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საზღვრის გადმოკვეთას შეძლებს უცხო ქვეყნის სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე, ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში კი პირი წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულების გარეშე);
ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით უქმდება ბიზნეს-ვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები;
დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა გაიზრდება ათამდე (ნაცვლად ექვსისა). ღია სივრცეში კი ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება;
1 მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდ-სასტუმროები. აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა დღეიდან შეჩერდება;
უქმდება შენობებში თერმოსკრინინგის ჩატარებისა და დეზობარიერის გავლის ვალდებულება;
4 მარტიდან დასაშვებია ღამის კლუბების ფუნქციონირება. კლუბებს იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეუძლიათ, სადაც ღონისძიება იმართება;
15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე. მოიხსნება 70 ადამიანზე შეზღუდვა;
იცვლება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განრიგი – სხდომები არა კვირაში ერთხელ, არამედ ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩს, რომელიც საქართველოსა და რუსეთის გუნდებს შორის გაიმართება, გულშემატკივრების 50% დაესწრება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, 1 მარტიდან ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კიდევ უფრო შემსუბუქდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
წყარო: საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0