https://sputnik-georgia.com/20220222/kovid-sezrudvebi-arar-aris-efeqturi-eqspertis-mosazreba-264692038.html
კოვიდ-შეზღუდვები აღარ არის ეფექტური - ექსპერტების მოსაზრება
კოვიდ-შეზღუდვები აღარ არის ეფექტური - ექსპერტების მოსაზრება
Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შეზღუდვების შემოღება, არამედ მათი ეფექტური განხორციელება - აქ კი ხარვეზები იყო, მიიჩნევს ექიმი
2022-02-22T22:58+0400
2022-02-22T22:58+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/56/248115635_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_3ec6d2cec59253e97597b0f242c6287c.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. შეზღუდვები ვეღარ შეაჩერებს კორონავირუსის გავრცელებას, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.სამშაბათს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ-შეზღუდვების შერბილების შესახებ, რაც ეხება ქვეყანაში შემოსვლის წესებს, საკარანტინო სივრცეების გაუქმებას, მასობრივი ღონისძიებების გამართვას. საკოორდინაციო საბჭომ ასევე გააუქმა სავალდებულო თერმოსკრინინგი, სარეგისტრაციო ჟურნალები და დეზობარიერები.იმედი იმისა, რომ შეზღუდვები ინფექციის გავრცელებას შეაჩერებდა, ამაო აღმოჩნდა. დღეს ეს გზა არაეფექტურად არის მიჩნეული, განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შეზღუდვების შემოღება, არამედ მათი ეფექტური განხორციელება და კონტროლი. ამ მიმართულებით, ჩხაიძის თქმით, იყო ხარვეზები.იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თვალსაზრისით, საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად უნდა მოიქცეს და ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად უნდა გამოცხადდეს.საქართველოში „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეული კორონავირუსის მეექვსე ტალღა შედარებით შესუსტდა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა გასულ კვირაში შემთხვევების რაოდენობა 8-12 ათასამდე შემცირდა.საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვები უქმდება >>ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. 21 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 25,48%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 30,65%-ს, ბოლო 7 დღის - 28,55%-ს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/56/248115635_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_3f466bc3238f23297ebdde4ad231356a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოვიდ-შეზღუდვები არაეფექტურობა ექსპერტები მოსაზრება
კოვიდ-შეზღუდვები არაეფექტურობა ექსპერტები მოსაზრება
კოვიდ-შეზღუდვები აღარ არის ეფექტური - ექსპერტების მოსაზრება
22:58 22.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შეზღუდვების შემოღება, არამედ მათი ეფექტური განხორციელება - აქ კი ხარვეზები იყო, მიიჩნევს ექიმი
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. შეზღუდვები ვეღარ შეაჩერებს კორონავირუსის გავრცელებას, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
სამშაბათს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ-შეზღუდვების შერბილების შესახებ, რაც ეხება ქვეყანაში შემოსვლის წესებს, საკარანტინო სივრცეების გაუქმებას, მასობრივი ღონისძიებების გამართვას. საკოორდინაციო საბჭომ ასევე გააუქმა სავალდებულო თერმოსკრინინგი, სარეგისტრაციო ჟურნალები და დეზობარიერები.
იმედი იმისა, რომ შეზღუდვები ინფექციის გავრცელებას შეაჩერებდა, ამაო აღმოჩნდა. დღეს ეს გზა არაეფექტურად არის მიჩნეული, განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შეზღუდვების შემოღება, არამედ მათი ეფექტური განხორციელება და კონტროლი. ამ მიმართულებით, ჩხაიძის თქმით, იყო ხარვეზები.
იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თვალსაზრისით, საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად უნდა მოიქცეს და ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად უნდა გამოცხადდეს.
„ქვეყანამ, დიდი ალბათობით, ამ პანდემიის ისტორიაში ყველაზე დიდ ტალღას გაუძლო და შესაბამისად, ჰოსპიტალურმა სექტორმა და ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო დატვირთვას, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიძლება ითქვას, პანდემიის ეს ტალღა დამთავრებულია. მე ვუჭერ მხარს, რომ ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად გამოცხადდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეული კორონავირუსის მეექვსე ტალღა შედარებით შესუსტდა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა გასულ კვირაში შემთხვევების რაოდენობა 8-12 ათასამდე შემცირდა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. 21 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 25,48%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 30,65%-ს, ბოლო 7 დღის - 28,55%-ს.