Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვები უქმდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესტორნის დარბაზი
რესტორნის დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
ასევე უქმდება კვების ობიექტებში სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რესტორნებისა და საზკვების სხვა ობიექტებისთვის რიგი შეზღუდვები გააუქმა.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეული კორონავირუსის მეექვსე ტალღა შედარებით შესუსტდა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა გასულ კვირაში შემთხვევების რაოდენობა 14-15 ათასამდე შემცირდა.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდოს. მოგეხსენებათ, აქამდე იყო ექვსი. ამასთან, ღია სივრცეში პირთა რაოდენობა არსებული 10-ის ნაცვლად იზრდება 15-მდე“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ღიბრაძის თქმით, ასევე უქმდება კვების ობიექტებში სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
ამას გარდა, როგორც ცნობილია, ღამის კლუბები 4 მარტიდან მუშაობას განაახლებენ. თუმცა აუცილებელია, რომ სტუმართა რაოდენობამ 60%-ს არ გადააჭარბოს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან დაკეტილმა ღამის კლუბებმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღეს რეგულაციების დაცვით ღონისძიებების ჩატარების უფლება საახალწლო დღეებში – 31 დეკემბერს, 1, 7, 8, 14 და 15 იანვარს. კლუბებს უფლება მიეცათ ჩაეტარებინათ ექვსი სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, პანდემიის მოსალოდნელი ახალი აფეთქების გამო, მათ ფუნქციონირება ისევ შეწყვიტეს.
ყველა ახალი ამბავი
0