https://sputnik-georgia.com/20220222/1-martidan-kovidsastumroebi-uqmdeba-264669466.html
1 მარტიდან ე.წ. კოვიდ-სასტუმროები უქმდება
1 მარტიდან ე.წ. კოვიდ-სასტუმროები უქმდება
Sputnik საქართველო
სასტუმროებში დღეიდან ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება, 1 მარტიდან კი სასტუროებს მიეცემათ შესაძლებლობა სტუმრებს სრულყოფილად მოემსახურონ
2022-02-22T12:50+0400
2022-02-22T12:50+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264366401_0:0:3160:1779_1920x0_80_0_0_6f4662da4ee53ccc8eead0076e748d3d.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეები, სადაც კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იყვნენ მოთავსებული, 1 მარტიდან გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.საკარანტინო სივრცეებად გამოიყენებოდა სასტუმროები, სადაც კვებისა და განთავსების ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავდა. აღნიშნული სივრცეები ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ გაიხსნა.ბოლო ცნობით, საკარანტინო სივრცეებში ამჟამად მხოლოდ შვიდი ადამიანი იმყოფება.გარდა ამისა, უქმდება შენობებში თერმოსკრინინგისა და დეზობარიერების ვალდებულება.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები იყო დაწესებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264366401_431:0:3160:2047_1920x0_80_0_0_0b80e93796131b6e7f57564ce56dac00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი კოვიდსასტუმროები
საქართველო კორონავირუსი კოვიდსასტუმროები
1 მარტიდან ე.წ. კოვიდ-სასტუმროები უქმდება
12:50 22.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) სასტუმროებში დღეიდან ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება, 1 მარტიდან კი სასტუროებს მიეცემათ შესაძლებლობა სტუმრებს სრულყოფილად მოემსახურონ.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეები, სადაც კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იყვნენ მოთავსებული, 1 მარტიდან გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საკარანტინო სივრცეებად გამოიყენებოდა სასტუმროები, სადაც კვებისა და განთავსების ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავდა. აღნიშნული სივრცეები ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ გაიხსნა.
„1 მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ბოლო ცნობით, საკარანტინო სივრცეებში ამჟამად მხოლოდ შვიდი ადამიანი იმყოფება.
გარდა ამისა, უქმდება შენობებში თერმოსკრინინგისა და დეზობარიერების ვალდებულება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები იყო დაწესებული.