https://sputnik-georgia.com/20220221/saqartvelos-da-azerbaijans-soris-ganatlebis-sferosi-setanxmeba-gaformdqa-264652062.html
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში შეთანხმება გაფორმდა
Sputnik საქართველო
შეთანხმება ითვალისწინებს ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე.
2022-02-21T21:52+0400
2022-02-21T21:52+0400
2022-02-21T21:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264647531_0:125:1200:800_1920x0_80_0_0_8510fc9e4260b3a6085562e277094ec0.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის განათლების მინისტრებმა მიხეილ ჩხენკელმა და ემინ ამრულაევმა თბილისში ხელი მოეწერეს შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს Facebook-გვერდზე.შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.შეხვედრისას მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა.აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცემა.მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ სხვა მექანიზმებზეც ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა. კერძოდ, საუბარია ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით - ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე.ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის მათთვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.წყარო - საქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264647531_125:81:1084:800_1920x0_80_0_0_f6ea4f51e15a8d08bb8ea06c3b20f551.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შეთანხმება საქართველო აზერბაიჯანი განათლება სფერო
შეთანხმება საქართველო აზერბაიჯანი განათლება სფერო
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში შეთანხმება გაფორმდა
21:52 21.02.2022 (განახლებულია: 21:54 21.02.2022) შეთანხმება ითვალისწინებს ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის განათლების მინისტრებმა მიხეილ ჩხენკელმა და ემინ ამრულაევმა თბილისში ხელი მოეწერეს შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს Facebook-გვერდზე.
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე.
შეხვედრისას მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.
შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცემა.
მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ სხვა მექანიზმებზეც ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა. კერძოდ, საუბარია ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით - ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე.
ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის მათთვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.