https://sputnik-georgia.com/20220221/saqartvelo-da-turqetis-parlamentebis-tavmjdomareebma-tanamsromlobis-dokumenti-gaafomes-264649568.html
საქართველოს და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს
საქართველოს და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს
Sputnik საქართველო
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გაძლიერებას და ორმხრივ ვიზიტებს
2022-02-21T20:32+0400
2022-02-21T20:32+0400
2022-02-22T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264645933_398:297:962:614_1920x0_80_0_0_2db5328417d7d80651516de1f4bc1569.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განახლებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21 თებერვალს ეწვია.მისი თქმით, მის დელეგაციაში არიან დეპუტატები, რომლებიც სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ.დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გაძლიერებას და ორმხრივ ვიზიტებს საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.გარდა ამისა, ხელმომწერი მხარეები მოაწყობენ კონსულტაციებს ურთიერთსასარგებლო საერთაშორისო საკითხებზე, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში და გააძლიერებენ დიალოგს და თანამშრომლობას ამ სფეროში.შემუშავდება სასწავლო პროგრამები და თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაცვლას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264645933_102:132:863:703_1920x0_80_0_0_9c175a63bb63d8b3e78f572c2825f5eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თურქეთი პარლამენტი ასამბლეა თანამშრომლობა დოკუმენტი
საქართველო თურქეთი პარლამენტი ასამბლეა თანამშრომლობა დოკუმენტი
საქართველოს და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს
20:32 21.02.2022 (განახლებულია: 14:30 22.02.2022) დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გაძლიერებას და ორმხრივ ვიზიტებს
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განახლებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21 თებერვალს ეწვია.
„უპირველესად მინდა გამოვთქვა ჩვენი კმაყოფილება, რომ ბატონი პაპუაშვილის მოწვევის საფუძველზე ვიმყოფები საქართველოში. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში და გადმოგცემთ თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიიფ ერდოღანის მისალმებას, ასევე რა თქმა უნდა, თურქეთის პარლამენტის წევრების და თურქი ხალხის სახელით ვართ აქ“, - განაცხადა მუსტაფა შენთოფმა.
მისი თქმით, მის დელეგაციაში არიან დეპუტატები, რომლებიც სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ.
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გაძლიერებას და ორმხრივ ვიზიტებს საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
გარდა ამისა, ხელმომწერი მხარეები მოაწყობენ კონსულტაციებს ურთიერთსასარგებლო საერთაშორისო საკითხებზე, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში და გააძლიერებენ დიალოგს და თანამშრომლობას ამ სფეროში.
შემუშავდება სასწავლო პროგრამები და თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაცვლას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია.