https://sputnik-georgia.com/20220221/ra-moifiqra-mtavrobam-riyis-doqebistvis-264641477.html
რა მოიფიქრა მთავრობამ „რიყის დოქებისთვის“
რა მოიფიქრა მთავრობამ „რიყის დოქებისთვის“
Sputnik საქართველო
მთავრობა თბილისში ახალი ტურისტული ცენტრის შექმნას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ე.წ. რიყის დოქებში განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორისაა ქართული ღვინის მუზეუმი.
2022-02-21T17:53+0400
2022-02-21T17:53+0400
2022-02-21T21:44+0400
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_0:323:3067:2048_1920x0_80_0_0_00848652ed389671c885c59ab5a30ab2.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. მის შიგნით დაგეგმილი იყო მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მოწყობა. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.დავითაშვილის თქმით, იმ უნიკალური არტეფაქტების კოლექციას, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, უფრო მასშტაბურად სჭირდება წარმოჩენა.„ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.რაც შეეხება ობიექტის აუქციონზე გამოსატან ფასს, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ე.წ. დოქების საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება და შემდგომში, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.„დოქები" რიყის პარკში, შესაძლოა, ღვინის მუზეუმად გადაიქცეს>>ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ობიექტის მშენებლობის ვადებს უკავშირდება.„ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არის მოცემული. ეს არის არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. მათ შორის ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ქართული ღვინის, ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები“, – განაცხადა დავითაშვილმა.სააკაშვილის პროექტი არავის სჭირდება: ექსტრავაგანტული ნაგებობა კვლავ ვერ გაიყიდა>>საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიმდინარე წლის დასაწყისში ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული რიგით მეხუთე აუქციონი ჩავარდა. მისი ფასი 30 მილიონი ლარი იყო, აუქციონზე არცერთი განაცხადი არ შესულა და ვაჭრობა ჩაიშალა.პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული.ობიექტის საერთო ფართობი, მიწის ნაკვეთთან ერთად, 14.591 კვადრატული მეტრია.თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.„რიყის დოქები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ უახლოეს მომავალში გავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_81:266:2458:2048_1920x0_80_0_0_ae02d9a01fe740b94178b97763657884.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რიყე დოქები ფუნქცია მთავრობა მუზეუმი ღვინო
რიყე დოქები ფუნქცია მთავრობა მუზეუმი ღვინო
რა მოიფიქრა მთავრობამ „რიყის დოქებისთვის“
17:53 21.02.2022 (განახლებულია: 21:44 21.02.2022) საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა უკვე ხუთჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ობიექტი აუქციონზე კიდევ ერთხელ უახლოეს მომავალში გავა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. მის შიგნით დაგეგმილი იყო მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მოწყობა. ფორმის გამო თბილისელები მათ „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
„საქართველოს მთავრობა თბილისში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რისთვისაც ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება. პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის“, – თქვა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
დავითაშვილის თქმით, იმ უნიკალური არტეფაქტების კოლექციას, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, უფრო მასშტაბურად სჭირდება წარმოჩენა.
„ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება ობიექტის აუქციონზე გამოსატან ფასს, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ე.წ. დოქების საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება და შემდგომში, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ობიექტის მშენებლობის ვადებს უკავშირდება.
„ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არის მოცემული. ეს არის არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. მათ შორის ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ქართული ღვინის, ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ ე.წ. რიყის დოქების გაყიდვა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიმდინარე წლის დასაწყისში ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული რიგით მეხუთე აუქციონი ჩავარდა. მისი ფასი 30 მილიონი ლარი იყო, აუქციონზე არცერთი განაცხადი არ შესულა და ვაჭრობა ჩაიშალა.
პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
ობიექტის საერთო ფართობი, მიწის ნაკვეთთან ერთად, 14.591 კვადრატული მეტრია.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.
„რიყის დოქები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ უახლოეს მომავალში გავა.