https://sputnik-georgia.com/20220221/omikronis-ba2-varianti-yvelaze-sashishia-264631912.html
ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე საშიში ქვეტიპი BA.2 ვარიანტია
ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე საშიში ქვეტიპი BA.2 ვარიანტია
Sputnik საქართველო
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15.888 ადამიანი ემსხვერპლა.
2022-02-21T14:17+0400
2022-02-21T14:17+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24835/28/248352835_0:69:1296:798_1920x0_80_0_0_4d6be00971e27960c01ec4f9fbe62484.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის მეორე BA.2 ვარიანტი გაცილებით საშიშია, ვიდრე წინამორბედი BA.1 ვარიანტი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.„ომიკრონ“ შტამის გამოჩენისთანავე სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ მისი მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. თუმცა იაპონელი სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ BA.2 ქვეტიპი იწვევს პნევმონიას და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა განაცხადა, საქართველოში ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ სწორედ BA.2 ქვეტიპისგან გამოწვეულ გართულებებთანაა დაკავშირებული.საქართველოში გასულ დღე-ღამეში 32 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსს 15.888 ადამიანი ემსხვერპლა. „საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ-დოზით აცრილთა რიცხვი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.797.346 აცრა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 46,5%, ბუსტერ-დოზა კი გაკეთებული აქვს 207.533 ადამიანს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
https://sputnik-georgia.com/20220220/saqartvelosi-vaqcinacia-neli-tempit-mimdinareobs-264618589.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24835/28/248352835_0:0:1255:941_1920x0_80_0_0_5d60424ac93fe0db3c46080205c93d3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თენგიზ ცერცვაძე ომიკრონი ba.2 ქვეტიპი ლეტალობა
საქართველო თენგიზ ცერცვაძე ომიკრონი ba.2 ქვეტიპი ლეტალობა
ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე საშიში ქვეტიპი BA.2 ვარიანტია
14:17 21.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15.888 ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის მეორე BA.2 ვარიანტი გაცილებით საშიშია, ვიდრე წინამორბედი BA.1 ვარიანტი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
„ომიკრონ“ შტამის გამოჩენისთანავე სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ მისი მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. თუმცა იაპონელი სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ BA.2 ქვეტიპი იწვევს პნევმონიას და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.
„ომიკრონის“ ყველაზე ბოლო BA.2 ვარიანტი 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი BA.1. იგი იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა განაცხადა, საქართველოში ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ სწორედ BA.2 ქვეტიპისგან გამოწვეულ გართულებებთანაა დაკავშირებული.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში 32 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსს 15.888 ადამიანი ემსხვერპლა.
„საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ-დოზით აცრილთა რიცხვი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.797.346 აცრა, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 46,5%, ბუსტერ-დოზა კი გაკეთებული აქვს 207.533 ადამიანს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.