7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებულ პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

© AFP 2024 / IRAKLI GEDENIDZEმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
გასული წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება მას არ გაუცია.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს დაესწრება თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიც.
სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციაა დაანონსებული.
აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
„მოხსენით გრიფი საიდუმლო“ – სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0