https://sputnik-georgia.com/20220218/seqs-skandalis-saqme-sruldeba-264579454.html
თბილისში ხმაურიანი სექს-სკანდალის საქმე დასასრულს უახლოვდება - რა არის ცნობილი დღეს
თბილისში ხმაურიანი სექს-სკანდალის საქმე დასასრულს უახლოვდება - რა არის ცნობილი დღეს
Sputnik საქართველო
ჯიშკარიანის ადვოკატი დარწმუნებულია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში. თავად თოდაძე ამტკიცებს, რომ ჯიშკარიანმა სასამართლოში იცრუა.
2022-02-18T22:23+0400
2022-02-18T22:23+0400
2022-02-18T22:23+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058955_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b627af5f119f188f961bf9417cfe6dd9.jpg
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულდება თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმე, რომელიც ეხება დეპუტატის მხრიდან თანაშემწის, თამთა თოდაძის სექსუალურ შევიწროებასა და ცემას. განაჩენს სასამართლო 4 მარტს გამოიტანს.გამოძიების მასალების თანახმად, 2019 წლის 30 სექტემბერს ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში სამუშაო ადგილზე თანაშემწის სექსუალური შევიწროება დაიწყო. ქალის მტკიცებით, როდესაც დეპუტატმა უარი მიიღო და დაინახა, რომ თოდაძემ მომხდარის ტელეფონით გადაღება სცადა, სცემა მას და ტელეფონი გაუტეხა.სასამართლოს ბოლოს წინა სხდომაზე ჩვენებები მისცა თავად ბრალდებულმა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, თავისუფლების სანაცვლოდ 10.000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და გადახდილი.„შეიძლება ორი ჭიქა, შეიძლება სამი ჭიქა დავლიე, ყველა სხვადასხვა ზომის ჭიქებით ვსვამდით. სუფრა თოდაძემ გაშალა. რადგან ყველა ავტომანქანით ვიყავით, პატარა ჭიქებით ვსვამდით მე და ჩემი მეგობრები. ცოტა მოდიდო ჭიქით სვამდა თამთა. დაახლოებით 300-350 გრამს დალევდა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.სექს-სკანდალი საკრებულოში: ნინო ლომჯარია დაზარალებულ თამთა თოდაძეს შეხვდა>>ჯიშკარიანის თქმით, თოდაძეს სახლამდე მიყვანა შესთავაზა, მან კი საპასუხოდ შეურაცხყოფა მიაყენა და ოთახში ყველაფრის მტვრევა დაიწყო.როგორც ბრალდებული აცხადებს, თოდაძე თავს ვერ აკონტროლებდა, იატაკზე დავარდნილ პრინტერს გამოედო და დაეცა, რის შემდეგაც ჯიშკარიანმა ქალი წამოაყენა, უნდოდა დაემშვიდებინა, მაგრამ თოდაძე მას თავს დაესხა. ჯიშკარიანმა, როგორც თავად აღნიშნავს, თავის დაცვა სცადა, რის შემდეგაც ქალი ოფისიდან გაიქცა.ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დარწმუნებულია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში. მისი თქმით, თოდაძეს დაწინაურება უნდოდა, მაგრამ კარგი თანამდებობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ეს საქმე მოაწყო.თავად თოდაძე ამტკიცებს, რომ ჯიშკარიანმა სასამართლოში იცრუა.„დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში, ჩემთვის არ იყო მარტივი“, - აღნიშნა თოდაძემ.მისი თქმით, საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის, თოდაძის კაბაზე არსებული ჯიშკარიანის ბიოლოგიური მასალა.თოდაძის თქმით, ის, რომ ჯიშკარიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სრული აბსურდია.სექს-სკანდალი საქართველოში: საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარედგინა>>თოდაძის თქმით, ჯიშკარიანმა შეცვალა ჩვენება, როდესაც გაიგო, რომ ექსპერტიზამ მისი დნმ ქალის კაბაზე აღმოაჩინა.პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ილია ჯიშკარიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლოში მიცემული ჩვენებისას უზუსტობები ჰქონდა და გარკვეულ გარემოებებთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება გამყარდა.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058955_73:0:2802:2047_1920x0_80_0_0_8e76e617e4b9d6e5f4d730516db5c7dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სკანდალი სასამართლო საკრებულო ჯიშკარიანი თოდაძე
სკანდალი სასამართლო საკრებულო ჯიშკარიანი თოდაძე
თბილისში ხმაურიანი სექს-სკანდალის საქმე დასასრულს უახლოვდება - რა არის ცნობილი დღეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულდება თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმე, რომელიც ეხება დეპუტატის მხრიდან თანაშემწის, თამთა თოდაძის სექსუალურ შევიწროებასა და ცემას. განაჩენს სასამართლო 4 მარტს გამოიტანს.
გამოძიების მასალების თანახმად, 2019 წლის 30 სექტემბერს ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში სამუშაო ადგილზე თანაშემწის სექსუალური შევიწროება დაიწყო. ქალის მტკიცებით, როდესაც დეპუტატმა უარი მიიღო და დაინახა, რომ თოდაძემ მომხდარის ტელეფონით გადაღება სცადა, სცემა მას და ტელეფონი გაუტეხა.
სასამართლოს ბოლოს წინა სხდომაზე ჩვენებები მისცა თავად ბრალდებულმა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, თავისუფლების სანაცვლოდ 10.000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და გადახდილი.
„შეიძლება ორი ჭიქა, შეიძლება სამი ჭიქა დავლიე, ყველა სხვადასხვა ზომის ჭიქებით ვსვამდით. სუფრა თოდაძემ გაშალა. რადგან ყველა ავტომანქანით ვიყავით, პატარა ჭიქებით ვსვამდით მე და ჩემი მეგობრები. ცოტა მოდიდო ჭიქით სვამდა თამთა. დაახლოებით 300-350 გრამს დალევდა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანის თქმით, თოდაძეს სახლამდე მიყვანა შესთავაზა, მან კი საპასუხოდ შეურაცხყოფა მიაყენა და ოთახში ყველაფრის მტვრევა დაიწყო.
როგორც ბრალდებული აცხადებს, თოდაძე თავს ვერ აკონტროლებდა, იატაკზე დავარდნილ პრინტერს გამოედო და დაეცა, რის შემდეგაც ჯიშკარიანმა ქალი წამოაყენა, უნდოდა დაემშვიდებინა, მაგრამ თოდაძე მას თავს დაესხა. ჯიშკარიანმა, როგორც თავად აღნიშნავს, თავის დაცვა სცადა, რის შემდეგაც ქალი ოფისიდან გაიქცა.
ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დარწმუნებულია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში. მისი თქმით, თოდაძეს დაწინაურება უნდოდა, მაგრამ კარგი თანამდებობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ეს საქმე მოაწყო.
თავად თოდაძე ამტკიცებს, რომ ჯიშკარიანმა სასამართლოში იცრუა.
„დღეს მოვისმინე ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა. ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში, ჩემთვის არ იყო მარტივი“, - აღნიშნა თოდაძემ.
მისი თქმით, საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის, თოდაძის კაბაზე არსებული ჯიშკარიანის ბიოლოგიური მასალა.
თოდაძის თქმით, ის, რომ ჯიშკარიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სრული აბსურდია.
თოდაძის თქმით, ჯიშკარიანმა შეცვალა ჩვენება, როდესაც გაიგო, რომ ექსპერტიზამ მისი დნმ ქალის კაბაზე აღმოაჩინა.
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ილია ჯიშკარიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლოში მიცემული ჩვენებისას უზუსტობები ჰქონდა და გარკვეულ გარემოებებთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება გამყარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.