როგორ ვიმკურნალოთ „ომიკრონზე“ შინ: ცნობილი ექიმის რჩევა

© AP Photo / Mosa'ab ElshamyCOVID-19 პანდემია
COVID-19 პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თუ „ომიკრონით“ დაინფიცირდით და საავადმყოფოში წასვლს არ აპირებთ, საჭიროა იცოდეთ, როგორ იმკურნალოთ სახლის პირობებში, აცხადებს ექიმი და ტელეწაყვანი ევგენი კომაროვსკი.
სპეციალისტის თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაიცვათ წოლითი რეჟიმი, თუმცა, თუ ძალა გაქვთ, ჯობს ერთ მდგომარეობაში დიდხანს არ დარჩეთ და მეტი იმოძრაოთ.
ამავე დროს სახლში არ უნდა ცხელოდეს, ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 20 გრადუსს, ხოლო ტენიანობა 40-60%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

„თუ ჭამა არ გინდათ, ნუ შეჭამთ. თუ რამე მოგინდათ, მაშინ ეს უნდა იყოს რაღაც მსუბუქი, სასურველია ნახევრად თხევადი, ნახშირწყლოვანიც კი“, — ამბობს ექიმი.

ამასთან კომაროვსკი გვირჩევს, ვსვათ ბევრი სითხე, ვინაიდან ეს დადებითად მოქმედებს სისხლისა და ნახველის სიბლანტეზე.
სასმელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტემპერატურისა. თუმცა გაუწყლოებისა და სითხის დეფიციტის შემთხვევაში ჯობს მიიღოთ ისეთი სასმელი, რომლის ტემპერატურაც სხეულის ტემპერატურის შესაბამისი იქნება.
ექიმი კატეგორიულად აცხადებს, რომ „ომიკრონის“ დროს ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება აკრძალულია. ასეთი აბები მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.
ყველა ახალი ამბავი
0