https://sputnik-georgia.com/20220218/rodis-dasruldeba-metros-sadgur-gocirizis-reabilitacia-meria-264577012.html
როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია: მერია ინფორმაციას ავრცელებს
როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია: მერია ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის და ა.შ.
2022-02-18T21:33+0400
2022-02-18T21:33+0400
2022-02-18T23:53+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264574849_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_818e8304026e894fea867587259e59b9.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.ამ ეტაპზე ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს.სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან და შპს „მამისონის“ წარმომადგელებთან ერთად გაეცნო.ამასთან, განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები.აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264574849_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5c96338c7cc36cbc40711e7d7a78d35a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი მერია მეტრო სადგური გოცირიძე რემონტი რეაბილიტაცია
თბილისი მერია მეტრო სადგური გოცირიძე რემონტი რეაბილიტაცია
როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია: მერია ინფორმაციას ავრცელებს
21:33 18.02.2022 (განახლებულია: 23:53 18.02.2022) „გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
ამ ეტაპზე ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს.
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან და შპს „მამისონის“ წარმომადგელებთან ერთად გაეცნო.
„გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში – მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება სადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
სადგური „გოცირიძე" თბილისის მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.