ფიგურული ციგურაობა: ქართველთა წყვილი პეკინში ფინალში გავიდა

© photo: Sputnik / Alexander Vil'f / გადასვლა მედიაბანკშიკარინა საფინა და ლუკა ბერულავა
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე 19 თებერვალს წარადგენენ.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებიც სპორტული წყვილების შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოადგენენ, პეკინის ოლიმპიადაზე ფინალში გავიდნენ.
მოკლე პროგრამაში ქართულმა დუეტმა 66.11 (36.74 ტექნიკური ელემენტებისთვის + 29.37 პრეზენტაციისთვის) ქულა მიიღო და მეცხრე ადგილი დაიკავა.
მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი ჩინელების წყვილმა აჩვენა – სუი ვენძინი/ხან ცუნი (84.41 ქულა), მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ რუსი მოციგურავეები – ევგენია ტარასოვა/ვლადიმირ მოროზოვი (84.25) და ანასტასია მიშინა/ალექსანდრ გალიამოვი (82.76).
მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას შაბათს, 19 თებერვალს წარადგენენ.
ყველა ახალი ამბავი
0