https://sputnik-georgia.com/20220218/mecxoveleoba-axali-statistika-264573231.html
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2021 წელს 20,8%–ით შემცირდა ცხვრებისა და თხების რაოდენობა, 2,8%–ით – ღორების. გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა.
2022-02-18T19:11+0400
2022-02-18T19:11+0400
2022-02-18T23:31+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_3a9c87b6eb348f1ff2a6b1332ee469fe.jpg
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა და შემცირდა ცხვრების, თხებისა და ღორების რაოდენობა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.უწყების მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 1 პროცენტით გაიზარდა და 935,2 ათასი შეადგინა. ამასთან საერთო რაოდენობიდან 434,4 ათასი ძროხა და კამეჩია.ამასთან, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს 20,8%-ით შემცირდა ცხვრებისა და თხების რაოდენობა და სულ 750 ათასი აღირიცხა. 2,8%-ით შემცირდა ღორების რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 161 ათასი ღორი აღირიცხა.ასევე შეინიშნება შინაური ფრინველების რაოდენობის კლება. ქვეყანაში გასული წლის ბოლოს იყო 9 მლნ ფრთა შინაური ფრინველი, რაც 10,9%-ით ნაკლებია 2020 წლის ბოლოს არსებულ მონაცემზე.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველომ 2021 წელს 81,3 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, 1,96 ათასი ღორის, 252,7 ათასი სული ცხვრისა და თხის და 5,7 მილიონი ფრთა შინაური ფრინველის ექსპორტი განახორციელა.საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი განხორციელდა>>ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 2,3 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 60,4 ათასი ღორი, 8,7 ათასი სული ცხვარი და თხა და 7,6 მლნ ფრთა შინაური ფრინველი.ქვეყანამ 2021 წელს აწარმოა 72,1 ათასი ტონა ხორცი (+3,9% 2020 წელთან შედარებით), 577,5 მლნ ლიტრი რძე (+1,5%) და 637,7 მლნ კვერცხი (–5,5%).საქართველოში 2021 წლის ბოლოს ფუნქციონირებდა პირუტყვისა და ფრინველის 105 სასაკლაო. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა 2021 წლის ბოლოს ღირდა 31,5 ლარი, თხის ან ცხვრის – 15,1 ლარი, ღორის – 27,7 ლარი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_90:257:1027:960_1920x0_80_0_0_296ac491d6e17b942aa1d008b0429752.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეცხოველეობა საქართველო სტატისტიკა საქონელი პირუტყვი
მეცხოველეობა საქართველო სტატისტიკა საქონელი პირუტყვი
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
19:11 18.02.2022 (განახლებულია: 23:31 18.02.2022) საქართველომ 2021 წელს 81,3 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, 1,96 ათასი ღორის, 252,7 ათასი სული ცხვრისა და თხის და 5,7 მილიონი ფრთა შინაური ფრინველის ექსპორტი განახორციელა.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა და შემცირდა ცხვრების, თხებისა და ღორების რაოდენობა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 1 პროცენტით გაიზარდა და 935,2 ათასი შეადგინა. ამასთან საერთო რაოდენობიდან 434,4 ათასი ძროხა და კამეჩია.
ამასთან, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს 20,8%-ით შემცირდა ცხვრებისა და თხების რაოდენობა და სულ 750 ათასი აღირიცხა. 2,8%-ით შემცირდა ღორების რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში სულ 161 ათასი ღორი აღირიცხა.
ასევე შეინიშნება შინაური ფრინველების რაოდენობის კლება. ქვეყანაში გასული წლის ბოლოს იყო 9 მლნ ფრთა შინაური ფრინველი, რაც 10,9%-ით ნაკლებია 2020 წლის ბოლოს არსებულ მონაცემზე.
„საქსტატის“
მონაცემებით, საქართველომ 2021 წელს 81,3 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, 1,96 ათასი ღორის, 252,7 ათასი სული ცხვრისა და თხის და 5,7 მილიონი ფრთა შინაური ფრინველის ექსპორტი განახორციელა.
ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 2,3 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 60,4 ათასი ღორი, 8,7 ათასი სული ცხვარი და თხა და 7,6 მლნ ფრთა შინაური ფრინველი.
ქვეყანამ 2021 წელს აწარმოა 72,1 ათასი ტონა ხორცი (+3,9% 2020 წელთან შედარებით), 577,5 მლნ ლიტრი რძე (+1,5%) და 637,7 მლნ კვერცხი (–5,5%).
საქართველოში 2021 წლის ბოლოს ფუნქციონირებდა პირუტყვისა და ფრინველის 105 სასაკლაო. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა 2021 წლის ბოლოს ღირდა 31,5 ლარი, თხის ან ცხვრის – 15,1 ლარი, ღორის – 27,7 ლარი.