ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა

© courtesy of Roads Departmentთოვლიანი გზა
თოვლიანი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.
კერძოდ, აღნიშნული საავტომობილო გზის 94-110–ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
თუმცა, ქარის და ნამქერის გამო ამავე მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევ ადობის ავტობუსების მოძრაობა.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დღეს დილით აიკრძალა.
ყველა ახალი ამბავი
0