Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ევა ბარბაქაძე საცურაო კოსტიუმით თოვლიანი მთების ფონზე პოზირებს – ფოტო

© courtesy of Eva Barbakadzeევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე რადიკალურად შეიცვალა და გულწრფელ გაოცებას იწვევს. მისი უახლესი ფოტო-ვიდეოები გულგრილს არ დაგტოვებთ.
საქართველოში ამ დედა-შვილს ყველა იცნობს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა კი შორენა ბეგაშვილის ცხოვრების თითოეული დეტალი კარგად იცის სოციალური ქსელისა თუ ტელეეკრანების მეშვეობით. მსახიობის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. ასევე უდიდეს ყურადღებას იპყრობს მისი ქალიშვილი. ბოლო პერიოდში ევა, შორენას მსგავსად, აქტიურად ჩაება სამოდელო სფეროში. ის არაერთი წარმატებული ბრენდის სახეა და, როგორც შორენა ამბობს, უკვე მასზე მეტი შემოთავაზებები აქვს კომპანიებისგან.
ევამ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საცურაო კოსტიუმით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ყაზბეგში, დათოვლილი მთების ფონზე პოზირებს.
ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილის პირველი სიყვარულის ნაყოფია. მსახიობი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გათხოვდა და ამას ძალიან ნანობს. ამიტომ ევას სულ სხვაგვარად ზრდის და გოგონასაც დედისგან განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს.
გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული შორენას ერთადერთი ქალიშვილი ფოტოსესიებს დამოუკიდებლად ესწრებოდა და რამდენიმე მსხვილი კომპანიისა და კლინიკის სახე გახდა. მათ შორის იყო კლინიკა, რომელმაც ევას სიცოცხლე დაუბრუნა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი და შეუდარებელი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.
ყველა ახალი ამბავი
0