Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მძიმე პაციენტად ითვლება...“ – ელგუჯა ბურდული რეანიმაციაში მოათავსეს

© courtesy of Z. Tvauriგუჯა ბურდულის 75 წლის იუბილე
გუჯა ბურდულის 75 წლის იუბილე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
„უძინართა მზის“ მსახიობი კორონავირუსის შემდგომ გართულებებს კლინიკაში ებრძვის.
ელგუჯა ბურდული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, 81 წლის მსახიობს COVID-19-ის ნიადაგზე ფილტვების ანთება განუვითარდა.

„კოვიდის შემდგომი ეტაპია, პნევმონიაა. გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მამა ორჯერ არის აცრილი და ეგ გვეხმარება, რომ რთულად არ მიდის ინფექცია. თუმცა ის მაინც მძიმე პაციენტად ითვლება“, – აღნიშნა მუსიკოსმა.

ელგუჯა (გუჯა) ბურდული ქართველი და საბჭოთა კინომსახიობია. განსაკუთრებით ცნობილია მთავარი როლით თემურ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“. 2021 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0