ბათუმის ბულვარში უკანონო შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

© Facebook / Batumi City Hallუკანონო მშენებლობების დემონტაჟი
უკანონო მშენებლობების დემონტაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
უკანონო ნაგებობების დემონტაჟის შესახებ სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბათუმის ბულვარში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს, ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის ბულვარში პლაჟის გარკვეული მონაკვეთი თურქულ კომპანიას 2010 წელს გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიამ ამ ადგილზე არაერთი ობიექტი უკანონოდ ააშენა. მიუხედავად ქალაქის ხელისუფლების არაერთგზის გაფრთხილებისა, აღნიშნული შენობების დემონტაჟზე კომპანიამ უარი განაცხადა.

„ბულვარი წარმოადგენს ბათუმის მთავარ სავიზიტო ბარათს. გენგეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბულვარში განთავსებული შენობების დასაშვები სახეობები და განთავსების ძირითადი პრინციპები", – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

უკანონო ნაგებობების დემონტაჟის შესახებ სამართლებრივი დავა მრავალი წელია მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, უწყების მიერ უკვე გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი.
ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, ბათუმის ბულვარმა არ უნდა დაკარგოს ავთენტურობა, შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი და პარკის ლანდშაფტი.
წყარო: ბათუმის მერია
ყველა ახალი ამბავი
0