https://sputnik-georgia.com/20220218/avtosagzao-semtxvevis-sedegad-mtkvarsi-tonobit-gudroni-cairvara-264574875.html
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის გზაზე: მტკვარში ტონობით გუდრონი ჩაიღვარა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის გზაზე: მტკვარში ტონობით გუდრონი ჩაიღვარა
Sputnik საქართველო
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე გუდრონით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. გუდრონის ნაწილი მტკვარში ჩაიღვარა
2022-02-18T20:28+0400
2022-02-18T20:28+0400
2022-02-18T20:28+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/01/264042818_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_667f0a9c99ac3fc217ea3cd2bbb33062.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.შემთხვევა დღეს, რადენიმე საათის წინ მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის ავზიდან 23 ტონა გუდრონი დაიღვარა და მასის ნაწილი მტკვარში ჩაიღვარა.ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 45 წლის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა, მას გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიჰქონდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს.ოქმი შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დაზიანებული სატვირთო საჯარიმოზე გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/01/264042818_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_14ee1fb68db73f4dd8e62a14c612cc0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გუდრონი მტკვარი ავტოსაგზაო შემთხვევა
გუდრონი მტკვარი ავტოსაგზაო შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის გზაზე: მტკვარში ტონობით გუდრონი ჩაიღვარა
გუდრონით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, რადენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის ავზიდან 23 ტონა გუდრონი დაიღვარა და მასის ნაწილი მტკვარში ჩაიღვარა.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 45 წლის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა, მას გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიჰქონდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი “, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ოქმი შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დაზიანებული სატვირთო საჯარიმოზე გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.