თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

© Pixabay / pasja1000დოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თურქეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით ქვეყანაში არადეკლარირებული თანხის შემოტანას ცდილობდნენ.
კერძოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მებაჟე-ოფიცრებმა აღნიშნული პირების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში 46.300 აშშ დოლარი და არაბთა გაერთიანებული საამიროების 113,5 ათასი დირჰამი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 120.359 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) შეეფარდათ.
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა და გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0