Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

42 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 14.405-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.526.205-ს მიაღწია.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 14.405 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 7.040 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 2.014, კახეთი – 948, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 902, შიდა ქართლი – 841, აჭარა – 825, ქვემო ქართლი – 734, გურია – 565, მცხეთა-მთიანეთი – 261, სამცხე-ჯავახეთი – 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24.409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.348.581-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.771-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 18 თებერვალი
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 161.827 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.818 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.293, იმერეთში – 1.116, აჭარაში – 721.
1.255 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 294 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 40, იმერეთში – 25.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.013 ადამიანი, მათ შორის 652 – თბილისში, 204 – აჭარაში.
154.996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 16 ადამიანი, ყველა თბილისში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 14.405-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.526.205-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0