მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში უკანონო მშენებლობის ფაქტები გამოავლინა

© Facebook / Tbilisi Municipal Inspectionთბილისის მუნიციპალური ინსპექცია
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
საკმაოდ ბევრი სახლი აქვთ, თქვენც გაცხოვრებენ – კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟზე
„ჯამში მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
წყარო: თბილისის მუნიციპალური ინსპექცია
ყველა ახალი ამბავი
0