https://sputnik-georgia.com/20220217/sagazafxulo-ardadegebi-dadgenil-dros-daiwyeba-264512854.html
განათლება და კორონავირუსი: საგაზაფხულო არდადეგები საქართველოში თავის დროზე დაიწყება
განათლება და კორონავირუსი: საგაზაფხულო არდადეგები საქართველოში თავის დროზე დაიწყება
Sputnik საქართველო
საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს სკოლებში სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილ ვადაში დაიწყება.
2022-02-17T10:09+0400
2022-02-17T10:09+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_638:322:3663:2023_1920x0_80_0_0_fc441b59ef3718541e0d19d6e4936e4f.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს სკოლებში დადგენილ ვადაში დაიწყება, როგორც ეს სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.საქართველოში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 15-20 ათასის ფარგლებში მერყეობს. ამის გამო მშობლებს შორის გავრცელდა ხმები, რომ საგაზაფხულო არდადეგები შეიძლება ვადაზე ადრე დაიწყოს.სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სკოლებში დაცულია უსაფრთხოების ზომები.უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი ან ვაქცინირებული არიან ორივე დოზით, კორონავირუსზე PCR-ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ, ხოლო არავაქცინირებული ან ერთი დოზით აცრილი მასწავლებლები – კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს.სწავლა პანდემიის დროს: სკოლების ერთი მესამედი დისტანციურ სწავლაზეა გადასული>>ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს. 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლაზე 732 სკოლაა გადასული.საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 7-11 მარტს არის გამოცხადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_1020:295:3358:2048_1920x0_80_0_0_ca8fa294ac2c7ea04162c0119d7e0c85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სკოლა არდადეგები კორონავირუსი
სკოლა არდადეგები კორონავირუსი
განათლება და კორონავირუსი: საგაზაფხულო არდადეგები საქართველოში თავის დროზე დაიწყება
10:09 17.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლებში დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს სკოლებში დადგენილ ვადაში დაიწყება, როგორც ეს სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 15-20 ათასის ფარგლებში მერყეობს. ამის გამო მშობლებს შორის გავრცელდა ხმები, რომ საგაზაფხულო არდადეგები შეიძლება ვადაზე ადრე დაიწყოს.
„საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება", – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სკოლებში დაცულია უსაფრთხოების ზომები.
უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი ან ვაქცინირებული არიან ორივე დოზით, კორონავირუსზე PCR-ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ, ხოლო არავაქცინირებული ან ერთი დოზით აცრილი მასწავლებლები – კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს.
ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს. 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლაზე 732 სკოლაა გადასული.
საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 7-11 მარტს არის გამოცხადებული.