https://sputnik-georgia.com/20220212/swavla-pandemiis-dros-skolebis-erti-mesamedi-distanciur-swavlazea-gadasuli-264372448.html
სწავლა პანდემიის დროს: სკოლების ერთი მესამედი დისტანციურ სწავლაზეა გადასული
სწავლა პანდემიის დროს: სკოლების ერთი მესამედი დისტანციურ სწავლაზეა გადასული
Sputnik საქართველო
ვაქცინირებული მასწავლებლების რაოდენობა ერთ კვირაში არ შეცვლილა
2022-02-12T12:30+0400
2022-02-12T12:30+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24038/28/240382812_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_31822e18e004cee568243ae604be6667.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.გასულ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს ხოლო მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა.ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 732 სკოლა. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.საქართველოში ამ დროისთვის 2085 საჯარო სკოლა ფიქსირდება.რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს სკოლებში, ის ერთ კვირაში არ გაზრდილა - დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.უწყების ინფორმაციით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24038/28/240382812_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_4650d180ffc05d87e28f14902d402af6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სკოლები ერთი მესამედი დისტანციური სწავლა
სკოლები ერთი მესამედი დისტანციური სწავლა
სწავლა პანდემიის დროს: სკოლების ერთი მესამედი დისტანციურ სწავლაზეა გადასული
12:30 12.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ვაქცინირებული მასწავლებლების რაოდენობა ერთ კვირაში არ შეცვლილა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
გასულ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს ხოლო მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 732 სკოლა. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
საქართველოში ამ დროისთვის 2085 საჯარო სკოლა ფიქსირდება.
რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს სკოლებში, ის ერთ კვირაში არ გაზრდილა - დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.
17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
უწყების ინფორმაციით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.