51 ათას ლარს სძალავდნენ: დაკავებულია ექვსი პირი

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თავისუფლების აღკვეთის გზით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტი გახსნეს, საქმეზე დაკავებულია ექვსი პირი, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
აღნიშნულ პირებს, რომელთა ასაკი 23-დან 53 წლამდეა, ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიების ცნობით, ოთხმა ბრალდებულმა ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით, მოქალაქე ჯერ სცემეს და შემდეგ თავისუფლება აღუკვეთეს.
ისინი აღნიშნულ პირს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და 51 ათასი ლარის მიტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობით ემუქრებოდნენ, რის გამოც მამაკაცმა თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულებიდან ორ პირს გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ფრთხილად, თაღლითები! შრომის ინსპექცია მოქალაქეებს გამოძალვის ფაქტების შესახებ აფრთხილებს
კიდევ ორი პირი დაკავებულია გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ორი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ორ პირს.
გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0