https://sputnik-georgia.com/20211028/frtxilad-tarlitebi-sromis-onspeqcia-moqalaqeebs-gamozalvis-faqtebis-sesaxeb-afrtxilebs-261578405.html
ფრთხილად, თაღლითები! შრომის ინსპექცია მოქალაქეებს გამოძალვის ფაქტების შესახებ აფრთხილებს
ფრთხილად, თაღლითები! შრომის ინსპექცია მოქალაქეებს გამოძალვის ფაქტების შესახებ აფრთხილებს
Sputnik საქართველო
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევაში მათგან მოითხოვონ შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და შრომის... 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T21:46+0400
2021-10-28T21:46+0400
2021-10-28T23:35+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315345_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_a0aaa8d289a263e737ade002d6cb1e43.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. გარკვეული ადამიანების ჯგუფები შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით კომპანიებს თანხებს სძალავენ, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.აღნიშნული ჯგუფი იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს, შეცდომაში შეჰყავს ფიზიკური და იურიდიული პირები, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას და, დაჯარიმების მუქარით, მათ თანხებს სძალავს.უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ.უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. სწორედ ეს დოკუმენტები უნდა მოსთხოვოს ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, განმარტეს უწყებაში.
https://sputnik-georgia.com/20211026/afera-camortmeul-binebtan-dakavsirebit-sasamartlom-tarlits-ganaceni-gamoutana-261510713.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315345_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_7309a1461c2cfa6d3474cd4e5d24ccd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ფრთხილად, თაღლითები! შრომის ინსპექცია მოქალაქეებს გამოძალვის ფაქტების შესახებ აფრთხილებს
21:46 28.10.2021 (განახლებულია: 23:35 28.10.2021) შრომის ინსპექცია მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევაში მათგან მოითხოვონ შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. გარკვეული ადამიანების ჯგუფები შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით კომპანიებს თანხებს სძალავენ, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
აღნიშნული ჯგუფი იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს, შეცდომაში შეჰყავს ფიზიკური და იურიდიული პირები, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას და, დაჯარიმების მუქარით, მათ თანხებს სძალავს.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ.
შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არის საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას.
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. სწორედ ეს დოკუმენტები უნდა მოსთხოვოს ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, განმარტეს უწყებაში.