მიიღებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე 2 აპრილს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას: დეკანოიძის განცხადება

© Sputnik / Vladimir Umikashviliხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
„ლელოს“ ლიდერი რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის დეპუტატად იყრის კენჭს
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავი-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატ ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს, განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ 15 თებერვალს პარლამენტის დეპუტატის მანდატი დაკარგა და იმავე დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში დაბრუნებას რუსთავი-გარდაბნის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების გზით შეეცდება. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება.
„ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ეს რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება შეეცდება რუსთავში ყველა რესურსის მობილიზებას, ამიტომაც „ნაცმოძრაობა“ ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს.
ბადრი ჯაფარიძეს გახარიას პარტიის იმედი არჩევნებზე ჯერ არ უნდა ჰქონდეს >>
„ნაცმოძრაობას“ რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ელექტორატი ჰყავს. ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებიდან ქალაქის საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლების გაყვანა მხოლოდ „ნაცმოძრაობამ“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ შეძლო. რუსთავის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0