https://sputnik-georgia.com/20220216/jafarizes-gaxarias-partiis-imedi-arcevnebze-ar-unda-hqondes-264495982.html
ბადრი ჯაფარიძეს გახარიას პარტიის იმედი არჩევნებზე ჯერ არ უნდა ჰქონდეს
ბადრი ჯაფარიძეს გახარიას პარტიის იმედი არჩევნებზე ჯერ არ უნდა ჰქონდეს
Sputnik საქართველო
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება. ჯაფარიძემ, რომელსაც დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს, გადაწყვიტა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
2022-02-16T17:01+0400
2022-02-16T17:01+0400
2022-02-16T20:21+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250694615_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_bbb8a098fd2190ecbbf422839c3a9f3a.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" გადაწყვიტა, ჯერჯერობით მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება. ჯაფარიძის გეგმებზე, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ცნობილი მაშინვე გახდა, რაც მას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.მისი თქმით, თავად ექს-პრემიერის პარტია არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს.ამ დროისათვის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა. 2 აპრილს აირჩევენ პარლამენტის ერთ დეპუტატს და ბათუმის საკრებულოს ერთ დეპუტატს.ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში დაბრუნება მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გადაწყვიტა>>მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, სასამართლომ ის და მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ჩადენილ თაღლითობაში დაადანაშაულა. ორივე გათავისუფლდა პატიმრობიდან სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს ეხებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250694615_373:321:2078:1600_1920x0_80_0_0_2c8b51f0da6b4c493ae2c9c61290a963.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯაფარიძე პარლამენტი არჩევნები გახარია პარტია
ჯაფარიძე პარლამენტი არჩევნები გახარია პარტია
ბადრი ჯაფარიძეს გახარიას პარტიის იმედი არჩევნებზე ჯერ არ უნდა ჰქონდეს
17:01 16.02.2022 (განახლებულია: 20:21 16.02.2022) ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც სადეპუტატო მანდატი ჩამოართვეს სასამართლოს განაჩენის გამო, კვლავ ცდილობს პარლამენტში მოხვედრას.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" გადაწყვიტა, ჯერჯერობით მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება. ჯაფარიძის გეგმებზე, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ცნობილი მაშინვე გახდა, რაც მას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.
„არჩევნებამდე დიდი დროა და ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ახლა მხარს არავის ვუჭერთ. ასე გადავწყვიტეთ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ ვაპირებთ", – განაცხადა „პირველ არხთან" დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის" ანა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, თავად ექს-პრემიერის პარტია არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს.
ამ დროისათვის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა. 2 აპრილს აირჩევენ პარლამენტის ერთ დეპუტატს და ბათუმის საკრებულოს ერთ დეპუტატს.
მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, სასამართლომ ის და მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ჩადენილ თაღლითობაში დაადანაშაულა. ორივე გათავისუფლდა პატიმრობიდან სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციებს ეხებოდა.