https://sputnik-georgia.com/20220217/iza-shubitidze-264536827.html
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „როგორ ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „როგორ ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“
Sputnik საქართველო
ამბობს, რომ ლიტერატურა იმისთვის არსებობს, პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა საკუთარი თავი არ დაგვაკარგვინოს. მთელი თავისი პედაგოგიური საქმიანობის დროს... 17.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-17T18:55+0400
2022-02-17T18:55+0400
2022-02-17T23:46+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264515549_0:19:1536:883_1920x0_80_0_0_d1fa4b70df999c617b7b8d9f51b6e9d5.jpg
იზა შუბითიძე – ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. წერს ლექსებს და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. სკოლაში საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ეროვნული სამოსის დღეს თავის მოსწავლეებთან ერთად სკოლაში ყოველთვის ქართულ სამოსში გამოწყობილი მიდის და იმ დღეს გაკვეთილებს ასე ატარებს...- ქალბატონო იზა, ყველა მასწავლებელს ახსოვს მისი საყვარელი პედაგოგი, რომელსაც ქვეცნობიერად ბაძავს ხოლმე, თქვენთვის ვინ იყო ასეთი?- ,,ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ’’ – ეგზიუპერის ეს ცნობილი სიტყვები სასიამოვნო ასოციაციას იწვევს თითქმის ყველა ადამიანში. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები კი ყველაზე ძლიერია და უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე. მშობლის შემდეგ ბავშვისთვის ყველაზე სანდო, მისაბაძი და მაგალითის მიმცემი მასწავლებელია. მე მყავდა მასწავლებელი ელიკო მუმლაძე (ჩინჩალაძე), რომელიც ჩემი მეზობელი იყო. საოცარი გადმოცემის უნარით, პროგრესულობით, სამართლიანობით გამოირჩეოდა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ათას საინტერესო ამბავს მიყვებოდა. ლამაზად დახრილი ასოებით წერდა და სულ ვცდილობდი, რომ მასავით დამეწერა. ვუყვარდი, მენდობოდა, სჯეროდა...- ფილოლოგობის სურვილიც მასწავლებელმა გაგიჩინათ?- სკოლაში საოცარი პედაგოგები მყავდა და თავისი წილი სიკეთის მარცვალი ჩემში თითოეულმა მათგანმა გააღვივა. მათ ვბაძავდი და „მასწავლებლობანას“ გარდა, მგონი, ბავშვობაში არაფერი მითამაშია. ნორა ჭიპაშვილმა კი, ჩემმა საოცარმა ქართულის მასწავლებელმა სურვილი გამიჩინა, რომ ფილოლოგი გავმხდარიყავი და მეწერა. „დამნაშავე ხარ, მასწავლებელო, რად მომიწონე ლექსი პირველი“... არიან მასწავლებლები, რომლებზეც, როგორც ბელ კაუფმანი იტყოდა, „ყოველთვის იქნებიან, ვიდრე არიან ბავშვები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან: ოდესღაც მე მყავდა მასწავლებელი". ახლა, როცა თვითონ ვარ მასწავლებელი, ამ რთულ და დაძაბულ დროში, თუ სადღაც, ვიღაც, რომელიმე ჩვენგანზეც იტყვის ამ სიტყვებს, ალბათ სწორედ ესაა ჩვენი უკვდავება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენ სულზე ვახდენთ გავლენას...- ჩემი აზრით, სხვა საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს უფრო დიდი მისია აკისრია...- ყველა საგანს თავისი აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს. ლიტერატურას კი, მართალს ბრძანებთ, განსაკუთრებული. მას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს, ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა, მიზნებმა არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული. ლიტერატურა პიროვნული სახის პოვნას შეგვაძლებინებს, ის შინაგანად გვათავისუფლებს. დიახ, სხვანაირია „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს’’...- რას შეცვლიდით სასწავლო პროგრამაში, რომელ თანამედროვე მწერლების თუ პოეტების ნაწარმოებებს შეიტანდით მასში?- ასეთი შემთხვევებისთვის ბევრი გამორჩეული ავტორის ათასი კარგი ლექსი არსებობს, თანამედროვე პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ბესიკ ხარანაული, ზეინაბ მეტრეველი, მანანა ჩიტიშვილი, ბონდო ტეფნაძე, გიგლა ჭინჭარაული, მინდია ზვიადაური, ლევან ალავერდაშვილი, ედუარდ უგულავა... ერთხელ მოსწავლეებს დავავალე ანა ლაშხელი-ონიანის პატარა ნოველა ‘’აკვანი’’ წაეკითხათ და თან გავაფრთხილე – არ გაბედოთ და უცრემლოდ არ წაიკითხოთ–მეთქი. წაიკითხეს და იტირეს... მერე ადამიანის ამ ქვეყნად ყოფნის აზრზე დაფიქრდნენ.- რა დაკარგა დღევანდელმა სკოლამ, რა უნდა დავაბრუნოთ იქ?- შალვა ამონაშვილს დავესესხები: „ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით - როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ: როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი? ცუდი და კარგი ნიშნები არ ქმნის პიროვნებას... სკოლამ სული გაუშვა ხელიდან". ილია ჭავჭავაძე ყოველთვის იყო, არის და იქნება საზოგადოების გზამკვლევი. ნამდვილად საინტერესო, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურა, რომლის ნაკლებობასაც არ განვიცდით. სკოლაში ბავშვს ყველაფერს ვერ ვასწავლით, ეს არც ვინმეს შეუძლია დედამიწის ზურგზე და არც არის საჭირო.- რა უნდა ვასწავლოთ მათ, რა არის უმთავრესი?- მათ უნდა ისწავლონ სწავლა და როცა პოეზიაზე ვისაუბრებთ, ეს იგივე ცხოვრებაზე ლაპარაკია. მოსწავლემ უნდა ისწავლოს უმთავრესი საკითხები, შეითვისოს მთავარი ღირებულებები და შეიძინოს მთავარი უნარები. პირველ რიგში, სკოლაში ჰუმანური პედაგოგიკის მტკიცე საფუძველი, ფუნდამენტი უნდა ჩაიყაროს, რაც ბავშვის მიმართ გამოხატული უპირობო სიყვარულია. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უყვართ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა დააშავოს. ჩვენი ხვალინდელი დღე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვზრდით მომავალ თაობას.- პოეტი-მასწავლებელი – ეს ალბათ კიდევ ცალკე ფენომენია, რომელიც განსხვავდება თავისი კოლეგებისგან...- პოეტი - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ნოდარ დუმბაძის არ იყოს – ეკონომიკურზე რომ ვარ, ბატონო ნიკო, იმიტომ უკვირთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურზე რომ ვიყო, ვიღას გაუკვირდებოდაო. ჰოდა, გასაკვირიც არაა, ფილოლოგი ვარ და უბრალოდ შეიძლება ვიღაცაზე უკეთ გავრითმო ტალახი და ბალახი... კოლეგებისგან კი შეიძლება პოეზიის დიდი სიყვარულით განვსხვავდები და ვცდილობ მოსწავლეებსაც შევყარო ეს სიყვარული „როგორც სენი უკურნებელი’’. სახალისო და უფრო გასაგებია ლექსად, ნახევრად ხუმრობით დაწერილი, დაფაზე გაკრული საყვედური, შენიშვნა თუ დავალება, რომელსაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ელის რაღაც ახალს, კრეატიულს და პოეზიის თანხლებით გამართულ ჩვენს ნებისმიერ ღონისძიებას, სადაც ჩემს ბავშვებთან ერთად ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას.- ყველაზე უჩვეულო გაკვეთილი რომელი გახსენდებათ?- საოცარია ბავშვის სამყარო თავისი ოცნებებით, უცნაური ფერებითა და შეგრძნებებით. ნაღდია იქაური სიცილი და ცრემლსაც ვეღარსად შეხვდებით შემდეგ – ასე მლაშეს... ფერადია მათი სამყარო და ამიტომაც უამრავი უჩვეულო და სახალისო გაკვეთილი შეიძლება გქონდეს მასწავლებელს... ერთხელ, მახსოვს, გარეთ საოცარი, თბილი და სიცოცხლე რომ გიხარია, ისეთი ამინდია. მეათე კლასი, იზა მასწავლებელი და ქართულის გაკვეთილი. რაღაც არ გამოდის, არ უნდათ. შემდეგ შემთხვევით დანახული ფანდური და... გამოსავალიც ნაპოვნია: ქართულის გაკვეთილი ფანდურის თანხლებით - ესეც ასე!.. ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული და ნაგრძნობი სამშობლო, გიორგის და ნიკალას საოცრად წაკითხული ლექსი, მეგის და ნინოს ნამღერი - „სამშობლო ლამაზო’’, თეონას „აფხაზურა’’ და იზა მასწავლებლის „მაგნოლია’’... ვასიკოც კი ჩაერთო - ტაშს უკრავს ისე, რომ, ჩვენში დარჩეს და, სიმღერა მოგინდება. მოკლედ, ყველამ აღიარა – კარგი იყო და გავიმეოროთო...- ერთი ამბის მერე საქველმოქმედო ფონდი დააარსეთ სკოლაში...- ამ ამბავში მხოლოდ ის სიჩუმე და ტკივილია უჩვეულო, რომელმაც მთელი დღე დაამუნჯა ბავშვები, თვალებით საუბარი ასწავლა მათ, უფრო შეკრა, ერთმანეთთან შეასისხლხორცა და გაზარდა ისინი. ჩვენი დიდი ტკივილი, ჩემი მერცხლისთვალება ანის გარდაცვალება. მათთვის ეს ცხოვრების გაკვეთილი იყო... ამის მერე ბავშვებმა ცხოვრების ახალი ეტაპი დიდი ტკივილით დაიწყეს. მე კი ანი მუმლაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დავაარსე იმისთვის, რომ ბევრ ბავშვს შევეხიდოთ და დავუბრუნოთ ფერადი ბავშვობა...- რომელია ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც თავად დაგამახსოვრდათ?- მთელი ცხოვრება ასეთი გაკვეთილების ერთობლიობაა. ზოგი მათგანი გახსენებისთანავე გვწვავს, ზოგიც ბედნიერებას გვანიჭებს. თუმცა მთავარია, ისინი გვასწავლის იმას, რომ ჩვენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყოთ. მადლობა ღმერთს, ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა გზად, ცხოვრების მანძილზე. ჩემს ბედში მონაწილეობისთვის ყველას მადლობას ვუხდი. მას მერე ვცდილობ, რომ მათ მიერ მოძღვნილ სიყვარულის ნაპერწკალს სული შევუბერო და ცეცხლად დავანთო. სწორედ ეს სიყვარული მეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში. მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ და მინდა, რომ მადლობა ვუთხრა. ჩემს სამყაროს ბავშვები ამკობენ და ალამაზებენ, ჩემში მცხოვრები ღმერთის მწამს და იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264515549_0:0:1536:1152_1920x0_80_0_0_56c98125e585489f58141c374be4ffc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „როგორ ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“
18:55 17.02.2022 (განახლებულია: 23:46 17.02.2022) ამბობს, რომ ლიტერატურა იმისთვის არსებობს, პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა საკუთარი თავი არ დაგვაკარგვინოს. მთელი თავისი პედაგოგიური საქმიანობის დროს მოსწავლეებს, საგნის გარდა, ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც უტარებს...
იზა შუბითიძე – ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. წერს ლექსებს და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. სკოლაში საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ეროვნული სამოსის დღეს თავის მოსწავლეებთან ერთად სკოლაში ყოველთვის ქართულ სამოსში გამოწყობილი მიდის და იმ დღეს გაკვეთილებს ასე ატარებს...
- ქალბატონო იზა, ყველა მასწავლებელს ახსოვს მისი საყვარელი პედაგოგი, რომელსაც ქვეცნობიერად ბაძავს ხოლმე, თქვენთვის ვინ იყო ასეთი?
- ,,ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ’’ – ეგზიუპერის ეს ცნობილი სიტყვები სასიამოვნო ასოციაციას იწვევს თითქმის ყველა ადამიანში. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები კი ყველაზე ძლიერია და უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე. მშობლის შემდეგ ბავშვისთვის ყველაზე სანდო, მისაბაძი და მაგალითის მიმცემი მასწავლებელია. მე მყავდა მასწავლებელი ელიკო მუმლაძე (ჩინჩალაძე), რომელიც ჩემი მეზობელი იყო. საოცარი გადმოცემის უნარით, პროგრესულობით, სამართლიანობით გამოირჩეოდა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ათას საინტერესო ამბავს მიყვებოდა. ლამაზად დახრილი ასოებით წერდა და სულ ვცდილობდი, რომ მასავით დამეწერა. ვუყვარდი, მენდობოდა, სჯეროდა...
- ფილოლოგობის სურვილიც მასწავლებელმა გაგიჩინათ?
- სკოლაში საოცარი პედაგოგები მყავდა და თავისი წილი სიკეთის მარცვალი ჩემში თითოეულმა მათგანმა გააღვივა. მათ ვბაძავდი და „მასწავლებლობანას“ გარდა, მგონი, ბავშვობაში არაფერი მითამაშია. ნორა ჭიპაშვილმა კი, ჩემმა საოცარმა ქართულის მასწავლებელმა სურვილი გამიჩინა, რომ ფილოლოგი გავმხდარიყავი და მეწერა. „დამნაშავე ხარ, მასწავლებელო, რად მომიწონე ლექსი პირველი“... არიან მასწავლებლები, რომლებზეც, როგორც ბელ კაუფმანი იტყოდა, „ყოველთვის იქნებიან, ვიდრე არიან ბავშვები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან: ოდესღაც მე მყავდა მასწავლებელი". ახლა, როცა თვითონ ვარ მასწავლებელი, ამ რთულ და დაძაბულ დროში, თუ სადღაც, ვიღაც, რომელიმე ჩვენგანზეც იტყვის ამ სიტყვებს, ალბათ სწორედ ესაა ჩვენი უკვდავება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენ სულზე ვახდენთ გავლენას...
- ჩემი აზრით, სხვა საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს უფრო დიდი მისია აკისრია...
- ყველა საგანს თავისი აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს. ლიტერატურას კი, მართალს ბრძანებთ, განსაკუთრებული. მას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს, ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა, მიზნებმა არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული. ლიტერატურა პიროვნული სახის პოვნას შეგვაძლებინებს, ის შინაგანად გვათავისუფლებს. დიახ, სხვანაირია „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს’’...
- რას შეცვლიდით სასწავლო პროგრამაში, რომელ თანამედროვე მწერლების თუ პოეტების ნაწარმოებებს შეიტანდით მასში?
- ასეთი შემთხვევებისთვის ბევრი გამორჩეული ავტორის ათასი კარგი ლექსი არსებობს, თანამედროვე პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ბესიკ ხარანაული, ზეინაბ მეტრეველი, მანანა ჩიტიშვილი, ბონდო ტეფნაძე, გიგლა ჭინჭარაული, მინდია ზვიადაური, ლევან ალავერდაშვილი, ედუარდ უგულავა... ერთხელ მოსწავლეებს დავავალე ანა ლაშხელი-ონიანის პატარა ნოველა ‘’აკვანი’’ წაეკითხათ და თან გავაფრთხილე – არ გაბედოთ და უცრემლოდ არ წაიკითხოთ–მეთქი. წაიკითხეს და იტირეს... მერე ადამიანის ამ ქვეყნად ყოფნის აზრზე დაფიქრდნენ.
- რა დაკარგა დღევანდელმა სკოლამ, რა უნდა დავაბრუნოთ იქ?
- შალვა ამონაშვილს დავესესხები: „ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით - როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ: როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი? ცუდი და კარგი ნიშნები არ ქმნის პიროვნებას... სკოლამ სული გაუშვა ხელიდან". ილია ჭავჭავაძე ყოველთვის იყო, არის და იქნება საზოგადოების გზამკვლევი. ნამდვილად საინტერესო, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურა, რომლის ნაკლებობასაც არ განვიცდით. სკოლაში ბავშვს ყველაფერს ვერ ვასწავლით, ეს არც ვინმეს შეუძლია დედამიწის ზურგზე და არც არის საჭირო.
- რა უნდა ვასწავლოთ მათ, რა არის უმთავრესი?
- მათ უნდა ისწავლონ სწავლა და როცა პოეზიაზე ვისაუბრებთ, ეს იგივე ცხოვრებაზე ლაპარაკია. მოსწავლემ უნდა ისწავლოს უმთავრესი საკითხები, შეითვისოს მთავარი ღირებულებები და შეიძინოს მთავარი უნარები. პირველ რიგში, სკოლაში ჰუმანური პედაგოგიკის მტკიცე საფუძველი, ფუნდამენტი უნდა ჩაიყაროს, რაც ბავშვის მიმართ გამოხატული უპირობო სიყვარულია. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უყვართ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა დააშავოს. ჩვენი ხვალინდელი დღე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვზრდით მომავალ თაობას.
- პოეტი-მასწავლებელი – ეს ალბათ კიდევ ცალკე ფენომენია, რომელიც განსხვავდება თავისი კოლეგებისგან...
- პოეტი - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ნოდარ დუმბაძის არ იყოს – ეკონომიკურზე რომ ვარ, ბატონო ნიკო, იმიტომ უკვირთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურზე რომ ვიყო, ვიღას გაუკვირდებოდაო. ჰოდა, გასაკვირიც არაა, ფილოლოგი ვარ და უბრალოდ შეიძლება ვიღაცაზე უკეთ გავრითმო ტალახი და ბალახი... კოლეგებისგან კი შეიძლება პოეზიის დიდი სიყვარულით განვსხვავდები და ვცდილობ მოსწავლეებსაც შევყარო ეს სიყვარული „როგორც სენი უკურნებელი’’. სახალისო და უფრო გასაგებია ლექსად, ნახევრად ხუმრობით დაწერილი, დაფაზე გაკრული საყვედური, შენიშვნა თუ დავალება, რომელსაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ელის რაღაც ახალს, კრეატიულს და პოეზიის თანხლებით გამართულ ჩვენს ნებისმიერ ღონისძიებას, სადაც ჩემს ბავშვებთან ერთად ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას.
- ყველაზე უჩვეულო გაკვეთილი რომელი გახსენდებათ?
- საოცარია ბავშვის სამყარო თავისი ოცნებებით, უცნაური ფერებითა და შეგრძნებებით. ნაღდია იქაური სიცილი და ცრემლსაც ვეღარსად შეხვდებით შემდეგ – ასე მლაშეს... ფერადია მათი სამყარო და ამიტომაც უამრავი უჩვეულო და სახალისო გაკვეთილი შეიძლება გქონდეს მასწავლებელს... ერთხელ, მახსოვს, გარეთ საოცარი, თბილი და სიცოცხლე რომ გიხარია, ისეთი ამინდია. მეათე კლასი, იზა მასწავლებელი და ქართულის გაკვეთილი. რაღაც არ გამოდის, არ უნდათ. შემდეგ შემთხვევით დანახული ფანდური და... გამოსავალიც ნაპოვნია: ქართულის გაკვეთილი ფანდურის თანხლებით - ესეც ასე!.. ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული და ნაგრძნობი სამშობლო, გიორგის და ნიკალას საოცრად წაკითხული ლექსი, მეგის და ნინოს ნამღერი - „სამშობლო ლამაზო’’, თეონას „აფხაზურა’’ და იზა მასწავლებლის „მაგნოლია’’... ვასიკოც კი ჩაერთო - ტაშს უკრავს ისე, რომ, ჩვენში დარჩეს და, სიმღერა მოგინდება. მოკლედ, ყველამ აღიარა – კარგი იყო და გავიმეოროთო...
- ერთი ამბის მერე საქველმოქმედო ფონდი დააარსეთ სკოლაში...
- ამ ამბავში მხოლოდ ის სიჩუმე და ტკივილია უჩვეულო, რომელმაც მთელი დღე დაამუნჯა ბავშვები, თვალებით საუბარი ასწავლა მათ, უფრო შეკრა, ერთმანეთთან შეასისხლხორცა და გაზარდა ისინი. ჩვენი დიდი ტკივილი, ჩემი მერცხლისთვალება ანის გარდაცვალება. მათთვის ეს ცხოვრების გაკვეთილი იყო... ამის მერე ბავშვებმა ცხოვრების ახალი ეტაპი დიდი ტკივილით დაიწყეს. მე კი ანი მუმლაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დავაარსე იმისთვის, რომ ბევრ ბავშვს შევეხიდოთ და დავუბრუნოთ ფერადი ბავშვობა...
- რომელია ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც თავად დაგამახსოვრდათ?
- მთელი ცხოვრება ასეთი გაკვეთილების ერთობლიობაა. ზოგი მათგანი გახსენებისთანავე გვწვავს, ზოგიც ბედნიერებას გვანიჭებს. თუმცა მთავარია, ისინი გვასწავლის იმას, რომ ჩვენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყოთ. მადლობა ღმერთს, ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა გზად, ცხოვრების მანძილზე. ჩემს ბედში მონაწილეობისთვის ყველას მადლობას ვუხდი. მას მერე ვცდილობ, რომ მათ მიერ მოძღვნილ სიყვარულის ნაპერწკალს სული შევუბერო და ცეცხლად დავანთო. სწორედ ეს სიყვარული მეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში. მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ და მინდა, რომ მადლობა ვუთხრა. ჩემს სამყაროს ბავშვები ამკობენ და ალამაზებენ, ჩემში მცხოვრები ღმერთის მწამს და იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება...